Digest Logo

ირაკლი კობახიძე - ევტუშენკოვი არის ჯო ბაიდენის ოჯახის ბიზნეს პარტნიორი და ამის გამო მასზე ამერიკამ არ გაავრცელა სანქციები, თუ ხიდაშელიც ბაიდენის ბიზნეს პარტნიორია, ეს მისი საქმეა

1670927058
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე

„ევტუშენკოვი არის ჯო ბაიდენის ოჯახის ბიზნეს პარტნიორი და ამის გამო მასზე ამერიკამ არ გაავრცელა სანქციები, თუ ხიდაშლიც ბაიდენის ბიზნეს პარტნიორია, ეს მისი საქმეა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, კონგრესში და სენატში საუბრობენ იმაზე, რომ ევტუშენკოვი ბაიდენის პარტნიორია.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, თუ ღრმაწყლოვანი პორტი აშენდება ანაკლიაში, თავის დროზე კონსტიტუციაშიც კი გაკეთდა შესაბამისი ჩანაწერი. ამ პროექტს სერიოზული ეკონომიკური მნიშვნელობა ექნება, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ინვესტორის მოძიება ანაკლიის პროექტისთვის და ხელისუფლება ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.

„ევტუშენკოვი არის ბაიდენის პარტნიორი, მთელმა მსოფლიომ იცის, პირდაპირ კონგრესში და სენატში საუბრობენ ამაზე. ევტუშენკოვი არის ჯო ბაიდენის ოჯახის ბიზნეს პარტნიორი და ამის გამო მასზე ამერიკამ არ გაავრცელა სანქციები. დაანებეთ ამ კაცსაც თავი. თუ ხიდაშლიც არის ბაიდენის ბიზნეს პარტნიორი, ეს მისი საქმეა, მაგრამ რა შუაში ვართ ჩვენ, რატომ უნდა გავცეთ ამ კითხვებს პასუხი. მე არანაირი პრობლემა არ მაქვს, თუ დავით ხიდაშელი არის ბაიდენის ბიზნეს პარტნიორი მნიშვნელოვანი არის რა თქმა უნდა, თუ ღრმაწყლოვანი პორტი აშენდება ანაკლიაში, აქედან გამომდინარე, ჩვენ თავის დროზე კონსტიტუციაშიც კი გავაკეთეთ შესაბამისი ჩანაწერი. ბუნებრივია, ამ პროექტს სერიოზული ეკონომიკური მნიშვნელობა ექნება, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ინვესტორის მოძიება ანაკლიის პროექტისთვის და ხელისუფლება ამისთვის ყველაფერს გააკეთებს. ევტუშენკოვი მუდმივად გინდათ გამოიყენოთ სპეკულირებისთვის, ეს კაცი არის ჯო ბაიდენის ოფიციალური ბიზნეს პარტნიორი და ამის გამო ამერიკამ ოფიციალურად არ დაუწესა სანქციები”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება იმას, არის თუ არა ხიდაშელი დაინტერესებული ანაკლიის პორტით, ირაკლი კობახიძის თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

„არანაირი ინფორმაცია არ მაქვს ამ თემასთან დაკავშირებით, რა შუაშია ან ხიდაშლი, ან ბაიდენი, ან ევტუშნკოვი. ჩვეულებრივად, სამართლებრივად როგორც არის ეს გათვალისწინებული, გამოცხადდება შესაბამისი პროცედურები, იქნება ეს ტენდერი თუ რაც ჰქვია და ამის საფუძველზე მოიძებნება ინვესტორი. არც ერთი გვარი ამასთან კავშირში არ არის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.