Digest Logo

ირაკლი ზარქუა: ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გალაშქრება არავის შერჩება

1738490289
უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობის დაწყებას გამოეხმაურა.

ზარქუას თქმით, პროცესი გამჭვირვალე და ღია იქნება.

„არავის შერჩება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გალაშქრება და უცხო აგენტურის, უცხო დაკვეთის შესრულება, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. რადიკალები, ვინც არიან დღეს ოპოზიციაში, უმრავლესობა იყო ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლაში. მოყოლებული 2003 წლიდან და შემდეგ, განსაკუთრებით, 2008 წლის ომი - ეს უნდა შევისწავლოთ, რასთან გვაქვს საქმე?! რა მოხდა, შეგვეძლო თუ არა აგვეცილებინა და ვინ იყო ამ ყველაფრის მამოძრავებელი?! - ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, ვინ არიან ის ნაძირალები, ვინც ჩვენი ქვეყანა ომის პირას მიიყვანა. 

[პროცესი] იქნება ღია და გამჭვირვალე, ყველას ექნება შესაძლებლობა, მოისმინოს კითხვები და პასუხები. ქართველმა ხალხმა, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიგოს, რასთან გვქონდა საქმე“, - აცხადებს ზარქუა. 

ინფორმაციისთვის, 3 თებერვალს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, „ქართული ოცნება“ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას დაარეგისტრირებს.