
ვის გაუმართლებს და ვინ უნდა იყოს ფრთხილად 2-დან 8 ივნისის ჩათვლით?! - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 12-ვე ზოდიაქოს ნიშნისთვის ეზოთერიკოსმა ანზორ ოდიშარიამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ განმარტა და აღნიშნა, თუ რას უნდა მიექცეს მიმდინარე კვირაში ყურადღება და რა არის აკრძალული ან ნებადართული?!
„საინტერესო კვირაა. დავიწყოთ აკრძალვებით, ამ კვირის მანძილზე არ არის დიდი შენაძენების გაკეთება სასურველი, როგორიცაა: მანქანა, სახლი.
პარტნიორულ ურთიერთობაში სკანდალები იქნება აქტუალური, იყავით მართლები და სუფთა.
კარიერული კუთხით, თითქოს თქვენი ხელმძღვანელობა იწყებს თქვენს გადამოწმებას. ეს კვირა დაკვირვების კვირაა, გაკვირდებიან რამდენად სწორი იყო თქვენი იქ ყოფნა, სადაც ხართ.
რაც შეეხება პოზიტიურ პერსპექტივებს, იდეები მოდის, სურვილები თავისუფლდება და ვხედავთ პერსპექტივებს. ხელი ეწყობა ადამიანს, მათ ვინც რეკლამებზე და ინფორმაციასთან მუშაობს, მათთვის კარგი პერიოდი იქნება“,- ამბობს ანზორ ოდიშარია.
რაც შეეხება ზოდიაქოს ცალკეული ნიშნებისთვის პროგნოზს ასეთია:
ვერძი
პოზიტიური კვირად შეიძლება ჩავთვალოთ, მაგრამ შესაძლოა ვიღაცამ წყობიდან გამოიყვანოს. უნდა იყოს ფრთხილად და შენიშვნებს თუ მისცემენ არ გაღიზიანდეს.
ლომი
ეს კვირა მისთვის აჩქარებულივითაა, ახლა დროა გააქტიურდეს. დამშვიდდით, ყველაფერი კარგად იქნება, ტყუილად გაჩქარებენ.
მშვილდოსანი
ის ნიშანია, ამ კვირაში განსაკუთრებულად უმართლებს. მოდის საჩუქრები სამყაროსგან, ეს საჩუქრები მატერიალური ან სულიერი შესაძლოა იყოს.
ტყუპები
მათი პერიოდია, მათ უმართლებთ. ყველაფერს ყურადღება მიაქციეთ, როგორც ჯანმრთელობას ისე ფსიქოლოგიურს. რაც ახლა ხდება, ეს არის სიმბოლო, რაც უნდა გამოასწოროთ.
სასწორი
უფრო ჰარმონიულია ვიდრე წინა პერიოდი იყო. მოერიდონ გატეხვად ნივთებს. შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული გატეხოს. პარტნიორულ ურთიერთობებშიც გადმოდის ეს ტენდენცია.
მერწყული
განსაკუთრებული ძალა ენიჭება და დიდი ძალა ეძლევა. შემდეგი კვირიდან კი დაფიქრება სჭირდება, რასაც სთავაზობენ იმ კუთხით.
კურო
სამსახურში უმართლებთ. კურომ იცის, გრძელვადიანად იფუნქციონირებს თუ არა პროექტი. მისთვის მინუსი ისაა, დრო ჩქარა გადის მისთვის, ვიდრე მას ეგონა.
ქალწული
მათთან კარგი ამბავია, კარიერული კუთხით. სწორედ ახლა არის პერიოდი, როდესაც ელოდებიან როდის გამოსწორდება მათ ჯანმრთელობა და სამსახურში თუ დააფასებენ მის შრომას, ახლა ლაგდება ეს პროცესები და შრომა ფასდება.
თხის რქა
განსაკუთრებული ძალა გვაქვს, ის რომ გადამუშავება მთელი მოცულობითი ინფორმაცია თუ ვინ იყოს მის გუნდში, ვინ იყოს მის პარტნიორებში. ზოგადად ვინ იყოს მის ცხოვრებაში და ვისი ადგილი აღარ არის.
კირჩხიბი
უმართლებთ, ბედნიერების პლანეტა მასთან გადადის. იგრძნობენ დიდი ენერგიას და მათ შესაძლებლობები ეხსნებათ, მაგრამ თითქოს უფრო დიდი რამ უნდათ, კარგია პერიოდი მოგზაურობისთვის.
მორიელი
მას აძლევენ იმის დანახვის უფლებას, რასაც აქამდე ვერ ხედავდა. პოზიტიური იქნება, კარიერული თვალსაზრისით, შეთანხმებები, მოლაპარაკებები და შემოსავლები შეიძლება ამ კვირაში არ მიიღოს, მაგრამ საფუძველი ჩაეყაროს და შემდეგ რეალიზდეს.
თევზები
ცუდმა ენერგიამ დატოვა, უფრო მშვიდ განწყობაზე არიან. ეძლევათ სიკეთეები. ეს თვე წინა თვის ნეგატიურ ენერგიას ატარებს, მაგრამ ეს კვირა მხოლოდ ზედაპირული მიმართულებებით დაკავდით.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ 🎥 „ელოდეთ სიახლეს პირად ურთიერთობებში“ - 2 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან
⭕ როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
⭕„შენ დაიბადე იმისთვის, რომ ჩემპიონი იყო“ - ნიცა თავაძე მეუღლეს