„ორი წლის განმავლობაში რასაც საპირისპიროს ამბობდნენ და რასაც ჩვენ საქმით ვაკეთებდით ეს ორ წელიწად-ნახევარი, მიუხედავად უზარმაზარი ზეწოლისა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარედან, ახლა უნდათ ეს მესიჯბოქსი გაიტანონ მოსახლეობაში“, - რადიკალური ოპოზიციის ნაწილის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ მათ რუსეთთან ვაჭრობის შეწყვეტა და სანქციების დაწესება არასოდეს მოუთხოვიათ ლევან მაჭავარიანმა შეაფასა.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის თქმით, ოპოზიცია ვერავის მოატყუებს და რიტორიკის შეცვლის ეს მცდელობა უკუშედეგს გამოიღებს.
„იციან, რომ ის რაც ჩვენ ვაკეთეთ იყო ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ინტერესების დაცვა და მათი გათვალისწინება. შესაბამისად ვერავის ვერ მოატყუებენ ამ შეცვლილი რიტორიკით და იციან, რომ ხალხში რომ გავლენ ძალიან ბერი ლანძღვის ატანა მოუწევთ. ამიტომ უწევთ ახლა, რომ რაღაცები ვითომ დაატრიალონ, მაგრამ პირიქით, უკუშედეგს მიიღებენ“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
ასევე დაგაინტერესებთ: