Digest Logo

კახა კალაძე: ელენე ხოშტარია არავის უწამებია, წამება მათი ხელწერა იყო, როცა ხელისუფლებაში იყვნენ

1743500494
კახა კალაძე

„ეს იყო მათი ხელწერა, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ - აწამებდნენ, კლავდნენ, აუბედურებდნენ“, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრის, ელენე ხოშტარიას დაკავების ფაქტს.

როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ხოშტარიას მხრიდან დაკავების დროს წამებაზე საუბარი არის პოლიტიკური სპეკულაცია.

„ეს ჩვეულებრივი სისულელე და პოლიტიკური სპეკულაციაა. ელენე ხოშტარია არავის არაფერში სჭირდება და არც წამება. წამება იყო მათი ხელწერა, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ - აწამებდნენ, კლავდნენ, აუბედურებდნენ. ეს იყო რეალური ფაქტები, არსებობს კონკრეტული კადრები, თუ როგორ ხდებოდა ადამიანების წამება. დღეს, ისინი შეიძლება სხვადასხვა სახელით გამოდიან, მაგრამ მაშინ ერთნი იყვნენ და „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენდნენ.

ამდენი წელია ხელისუფლებაში ვართ, არასდროს არავის არავინ უწამებია. ეს არ არის „ქართული ოცნების“ ხელწერა. მიუხედავად განსხვავებული მოსაზრებისა თუ პოლიტიკური შეხედულებისა, ყველასთან გვაქვს ერთი მიდგომა, კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 დიეტა, რომელსაც ბავშვებში ეპილეფსიის სამკურნალოდ იყენებდნენ - „კეტო“ {კეტოგენური} დიეტის ნათელი და ბნელი მხარეები, კოტე თოდუას რჩევები

⭕„დღეს პირველი აპრილია, მოტყუება...“ - ფრაზა, რომელიც ეკლესიურად ქრისტეს აღდგომის უარყოფის ნიშანია

⭕„პირველად წამომივიდა ცრემლები, არადა, წლების განმავლობაში იმდენი სირთულე გამოვიარე და მაშინ არ წამომსვლია ცრემლი“ - რას ჰყვება ალექსანდრე ზაზარაშვილი