Digest Logo

კახა კალაძე: გახარია თაღლითს ეძახდა ხაზარაძეს და ხაზარაძე - „თვალთხარიას“ - რაღაც ღირსება ხომ აქვს ნებისმიერ ადამიანს?

1721028854
კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიების მთავარი საზრუნავი, გაერთიანების შემთხვევაშიც კი, საარჩევნო ბარიერის გადალახვა იქნება.

ამის შესახებ მან პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას მიერ „ლელო საქართველოსთან“ დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

„არ ვიცი, რაზე დაყრდნობით უნდა მოხდეს მათი გაერთიანება. გახარია თაღლითს ეძახდა ხაზარაძეს და ხაზარაძე - „თვალთხარიას“. რაღაც ღირსება ხომ აქვს ნებისმიერ ადამიანს, რაღაც ლოგიკა არსებობს, თუმცა არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ვისთან გაერთიანდება. ყველა, აღებული ეს ოპოზიციური სპექტრი, გინდ გაერთიანდეს, გინდ დაშლილად იყვნენ წარმოდგენილი, ცალ-ცალკე პარტიებად, მათი მთავარი ამოსავალი წერტილი და საზრუნავი იქნება, როგორმე საარჩევნო ბარიერს მიუახლოვდნენ და ზოგიერთებმა ბარიერი გადალახონ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

⭕  ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „არ დაანგრიოთ სასიყვარულო ურთიერთობები და ოჯახები... მოდის უზარმაზარი ენერგია, რაც ზოგს ჭკუიდან გადაიყვანს“ - მიხეილ ცაგარელი კვირის მნიშვნელოვან მოვლენებზე

🎥 გაიცანით მეთევზე ბათუმიდან, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი ფოტოსესიის საშუალებით გახდა - „ზოგჯერ თევზს ვერ დაიჭერ, მაგრამ მთავარია არ გაჩერდე“

⭕„რა მაგარი ქალი ხარ“ - შორენა ბეგაშვილის მოგზაურობა მონაკოში გრძელდება