Digest Logo

ყოჩაღ „გირჩი“, შესანიშნავი პროგრესი დადეთ - გურული

1604182302
გურული ზურაბ

ამერიკაში წასული ქართველი ექიმი, ზურაბ გურული, 2020 წლის არჩევნების ეგზიტპოლის შედეგებს ეხმაურება და პოლიტიკურ პარტია „გირჩს“ მიღწეულ შედეგს ულოცავს.

როგორც ცნობილია, ეგზიტპოლის მონაცემებით, „გირჩმა“ თბილისში ხმების 8% მიიღო.

„ყოჩაღ „გირჩი“

ბრწყინვალე ფსიქოლოგიური ანალიზი გაუკეთეთ ამომრჩეველთა ძალიან სპეციფიკურ სპექტრს.

ზუსტად მონახეთ მათთან სალაპარაკო ენა და შესანიშნავი პროგრესიც დადეთ.

იმედია, ნაკლებუტოპიური პოლიტ-პლატფორმების მქონე ოპოზიციური პარტიებიც გაარჩევენ თქვენს ტექნიკას და შეეცდებიან ამომრჩევლებთან ისე ახლოს და ისეთი სიმპათიებით მისვლას, როგორც თქვენ შეძელით“,- წერს გურული.