Digest Logo

ცნობილია 2025 წლის ორი „ოქროს“ პერიოდი, როდესაც ადამიანებს წარმატების მიღწევის გაცილებით მეტი შანსი ექნებათ

1739970055
ჰოროსკოპი

ასტროლოგები იმ პერიოდს, როდესაც ყველა პლანეტა პირდაპირი მიმართულებით მოძრაობს და არც ერთი მათგანია რეტროგრადულ მდგომარეობაში, „ოქროს წერტილებს“ უწოდებენ. ითვლება, რომ სწორედ ასეთი პერიოდი ყველაზე წარმატებულია და ადამიანებს შეუძლიათ, ის გეგმები და მიზნები განახორციელონ, რომლებზეც უკვე დიდი ხანია, ფიქრობენ.

ასტროლოგებმა 2025 წლის ორი მნიშვნელოვანი პერიოდი გამოჰყვეს, როდესაც თითოეულ ჩვენგანს წარმატების მიღწევისა და ბედნიერების ძალიან დიდი შანსი ექნება და ყველაფერი სწორი მიმართულებით წარიმართება. ასევე, გვექნება შესაძლებლობა, არსებულ დაბრკოლებებს დავძლიოთ, გაურკვევლობა საბოლოოდ ჩავაბაროთ წარსულს და ახალი, ბევრად უფრო საინტერესო ეტაპისთვის მოვემზადოთ. 

ეს ორი პერიოდი 2025 წლის 24 თებერვლიდან 28 თებერვლამდე და 19 აპრილიდან 2 მაისამდე არსებული მონაკვეთია. აღნიშნულ თარიღებში რეტროგრადულ მოძრაობაში არცერთი პლანეტა არ იქნება. ამ დღეებში ასტროლოგები სასიამოვნო ცვლილებებს, მოულოდნელ, თუმცა საჭირო სიახლეებს, ცხოვრების ერთი წერტილიდან მეორეზე გადასვლას პროგნოზირებენ.

აღსანიშნავია, რომ როდესაც კონკრეტული პლანეტა რეტროგრადულ მოძრაობაშია, ყველა ის სფერო, რომლებსაც განაგებს, ფერხდება და კომუნიკაციაც გართულებულია. შესაბამისად, აღნიშნულ თარიღებში წარმატების გაცილებით მეტი შანსია.

ასტროლოგები გვირჩევენ, რომ ყველაფერი, რაც ამ დროს მოხდება, დავიმახსოვროთ, რადგანაც მათ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. აღნიშნულ პერიოდში შეგვიძლია, დავიწყოთ ახალი საქმეები, გადავდგათ ნაბიჯი თვითგანვითარებისა და დასახული მიზნებისაკენ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „როგორ შეხვდა 70,000 გულშემატკივარი ნიკოლოზის სტადიონზე გამოსვლას...“ - რას ამბობს გიორგი გველესიანი?

🎥 „მინდა ჩემს გვერდით იყო, არა იმიტომ რომ გამაბედნიერო, არამედ ჩემი ბედნიერება გაგიზიარო...“ - რატომ ვცოცხლობთ დიდხანს, როცა დიდი სამეგობრო წრე გვყავს?

🎥 „არ ბერდება, ტყუილია ეს...“ - როგორ აღიქვამენ სიყვარულს ცნობილი კაცები?

წყარო: www.beaumonde.ge