Digest Logo

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 40% არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა ხმას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ - IRI

1700116241
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ Digest.ge

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 40% არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა ხმას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, 29% - „ქართულ ოცნებას“.

კერძოდ, კითხვაზე, რომელ პარტიებს არ დაუჭერს ხმას არავითარ შემთხვევაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

✔️ გამოკითხულთა 40% არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა ხმას “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას

✔️ 29% - „ქართულ ოცნებას“

✔️ 18% - „გირჩსა და დროას“

✔️ 16% - „გირჩს“, 13% - „ევროპულ საქართველოს“

✔️ 12% - “კონსერვატიულ მოძრაობა - ალტ-ინფოს“

✔️ 11% - “ლეიბორისტულ პარტიას“

✔️ 10% - “ლელოს“

✔️ „სტრატეგია აღმაშენებელს“ - 9%

✔️ „პატრიოტთა ალიანსს“ - 9%

✔️ „საქართველოსთვის“ - 8%

✔️ „მოქალაქეები“ 6%

✔️ „ხალხის ძალა“ 4 %

✔️ „ხალხისთვის“ 2%

✔️ გამოკითხულთა 8%-მა განაცხადა, რომ არც ერთს

✔️ 12% - არ იცის და 5%-მა უარი განაცხადა პასუხზე.

კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერი - 14 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1200 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %-ს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 73%-ს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵 სამებაში აფხაზეთის კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული და იდენტიფიცირებული 20 ადამიანის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება

🔵 „ჩემმა შეყვარებულმა თეონამ მე „შავი ბიჭები” მომწონსო. ვიფიქრე, რომ „შავში” დაუბანლობას გულისხმობდა...“ - რა გააკეთა გიორგი კეკელიძემ პირველი შეყვარებულის გულის მოსაგებად?

🔵 „მადლობელი ვარ ყოველი დღისთვის...“ - ლელა წურწუმიას შვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს