![ლევან მაჭავარიანი ლევან მაჭავარიანი](https://digest.ge/uploads/files/2025/01/09/63903/levan-machavariani_w_h.jpeg)
„ეს არის ჩვეულებრივი საბოტაჟი“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი 3 ოპოზიციური პარტიის მიერ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისადმი მიმართვას, რომ საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილება არ დადასტურდეს.
დეპუტატის თქმით, ოპოზიციის საბოტაჟი ახალი არა და მმართველ გუნდი ამას მიჩვეულია.
„ეს არის ჩვეულებრივი საბოტაჟი. არ მგონია, ამან ოპოზიციისთვის სასურველ შედეგი გამოიღოს. გვახსოვს ალან ბერსეს ვიზიტი საქართველოში, ასევე, თუ როგორი ბულინგი მიმდინარეობდა, როგორც ჩვენი შიდა, ისე გარე აქტორებისგან, მაგრამ მან ეს ვიზიტი ჩაატარა ძალიან მაღალ დონეზე და შემდეგ განცხადებებიც გააკეთა, რომელიც ძალიან არ მოეწონა ჩვენს ოპოზიციას და მათ გარე უფროსებს. ვინაიდან, ეს განცხადებები იყო არა იმისთვის, რომ „ქართული ოცნების“, ან ჩვენი ამომრჩევლის გული მოეგო, ეს ყველაფერი ეფუძნებოდა ობიექტურობას და მიუკერძოებლობას.
მინდა შევახსენო საზოგადოებას, 4-მა ოპოზიციურმა პარტიამ გააგზავნა წერილი ევროკავშირში, რომელიც 4 თუ 5 პუნქტისგან შედგებოდა და იქ იხვეწებოდნენ, რომ ევროკავშირს შეეწყვიტა ყველანაირი ურთიერთობა საქართველოსთან. ჩვენ ამას მიჩვეულები ვართ და ეს ახალი არ არის, ისინი ყოველთვის ცდილობენ საბოტაჟს“, - აღნიშნავს მაჭავარიანი.
ცნობისთვის, 3 ოპოზიციური პარტია მიმართავს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და საპარლამენტო ფრაქციებს, „ასამბლეაში არ დადასტურდეს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილება“.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორ ვთქვათ უარი ტკბილეულზე? - საჭირო რჩევები არუნ ხათრისგან