Digest Logo

🎥 „ვისაც შევხვედრივარ საქართველოზე ყველას აქვს ინფორმაცია, განსაკუთრებით კი იციან, რომ ჩვენი ქვეყანა არის ღვინის კულტურის უძველესი სამშობლო“ - რას საქმიანობს „ჩცდ“-დან ზაზა, გიორგი ბოჭორიშვილის ლონდონური ცხოვრება

1736414488
ჩცდ მსახიობები ზაზა

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი გიორგი ბოჭორიშვილი, რომელიც სერიალში ზაზას როლს ასრულებდა დაახლოებით 2 წელია, რაც ოჯახთან ერთად ლონდონში ცხოვრობს.

ამჟამად იგი საქართველოში იმყოფება და ჯაფარას პოდკასტში ლონდონური ცხოვრების სირთულეებზე და წარმატებებზე საუბრობს.

„მე და ჩემმა ცოლმა მივიღეთ საერთო გადაწყვეტილება გავაკეთეთ ვიზა და წავედით ლონდონში. ეს ვიზა არის სამსახიობო ან სხვა პროფესიის ადამიანებმაც შეიძლება აიღოს თუ რამე საერთაშორისო პროექტში გაქვს მონაწილეობა მიღებული, ან ფესტივალზე. ეს ვრცელდება მთელ ოჯახზე და გაქვს მუშაობის უფლება, ცხოვრების უფლება და რამდენიმე წლის შემდეგ მუდმივი ბინადრობის უფლებაც შესაძლოა მიიღო. თუმცა, რადგან ლონდონი არ არის მარტივი საცხოვრებელი ჯერ წავედი მარტო და რამდენჯერმე უკვე ჩამოვედი საქართველოში. 

იქ ჩემი ბიძაშვილი ცხოვრობდა, რომელიც ძალიან დამეხმარა, როცა იქ ვინმე შენიანი გხვდება მაინც სხვაა განცდაა.

იქ დილის 6 საათზე უკვე იმდენი ხალხი დადის ფეხით და ველოსიპედით, არაფერი აცვიათ ზედმეტი, არ არიან გადაპრანჭულები. როგორი უნდა იყოს მომავლის ქალაქი სწორედ ასეთია ლონდონი და ნიუ-იორკი. 

ერთადერთი გზა, რომ ქვეყანა განვითარდეს აუცილებელია, რომ გქონდეს მიმღებლობა, ისინი იქ ჩასულ ტურისტებს არ უყურებენ ზემოდან და აქვთ სრული მიმღებლობა. 

მე ვისაც შევხვედრივარ საქართველოზე ყველას აქვს ინფორმაცია, განსაკუთრებით კი იციან, რომ ჩვენი ქვეყანა არის ღვინის კულტურის უძველესი სამშობლო.

ახლა ვინც ფეხბურთს უყურებს ყველამ იცის ხვიჩა კვარაცხელია, ასევე ევროპის ჩემპიონატის დროს იქ ვიყავი და ვინც იცოდა, რომ ქართველი ვიყავი ყველა მეუბნებოდა, რომ კარგად ითამაშა საქართველოს ნაკრებმაო,“ - ამბობს გიორგი ბოჭორიშვილი. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ჩემო სიყვარულო, დაბადების დღეს გილოცავ“ - ნანუკა გუდავაძე იუბილარია

🎥 როგორ ვთქვათ უარი ტკბილეულზე? - საჭირო რჩევები არუნ ხათრისგან