
„კეთილსინდისიერება, პატრიოტიზმი და პროფესიონალიზმი. [მერობის თითოეული კანდიდატი] განმსჭვალულია ამ თვისებებით“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
დეპუტატის თქმით, მისი და მისი თანაგუნდელების მოლოდინია, რომ „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში მოიგებს.
„ჩვენი მოლოდინი არის, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ მერობის არჩევნებსაც და საკრებულოს არჩევნებსაც. თვითონ კრიტერიუმი, რა კრიტერიუმებითაც კანდიდატების შერჩევა მოხდა, ეს არის - კეთილსინდისიერება, პატრიოტიზმი და პროფესიონალიზმი. თითოეული ეს ადამიანი განმსჭვალულია ამ თვისებებით“, - აცხადებს მაჭავარიანი.