
ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი, რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებსაც.
ამჯერად ასტროლოგი, ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც 15 აგვისტოს ასტროლოგიურ პროგნოზზე წერს:
„საკმაოდ პოზიტიური დღეა. შეიძლება ითქვას, რომ აგვისტოს ერთ-ერთი საუკეთესოც კი. ეს დღე შეიძლება ბევრი ადამიანის ცხოვრებაში შემოტრიალების წერტილიც კი გახდეს (ამ დღეს შესაძლებელია დავიწყოთ რაღაც ახალი ან ახლიდან).
მთვარე ეგზალტირებულია კუროს ნიშანში და სექსტილშია ვენერა-იუპიტერთან. ეს გარდა
დამშვიდებული, დასტაბილურებული ემოციური მდგომარეობისა, იძლევა მომავლის რწმენას და ოპტიმიზმს.
დაწყებული საქმეების დადებითად დასრულების შანსს.
იდეალური დღეა ოჯახის წევრებთან ურთიერთობების დალაგებისთვის, მათთან ერთად გასეირნებისთვის და საღამოს ერთად გატარებისთვის. ასევე სასიკეთო იქნება საოჯახო ნივთების შეძენა.
ეს დღე კარგია შინაგანი ძალების მოკრებისთვის და შიშის, ფობიის დაძლევისთვის, წინაღობებისთვის გადალახვისთვის.
სასიკეთოა ვარცხნილობის ან ჩაცმულობის სტილის შეცვლა. ასევე მავნე თვისებების მოცილება და ჯანსაღი ცხოვრების დაწყება. კარგი დღეა ფინანსური ოპერაციებისთვის და ფულის უძრავ ქონებაში ინვესტირებისთვის.
ხელსაყრელი იქნება შეთანხმებების, გარიგებების დადება და შესყიდვები. ამ დღეს განსაკუთრებულ ენერგიას იძლევა ბუნება, ამიტომ დადებითი იქნება ბუნებაში გასეირნება, ან თუნდაც სახლში მცენარეებთან კონტაქტი და მათი მოვლა“, - წერს რამაზ გიგაური.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„საოცრად ლამაზი წყვილი ხართ“ - ნოე სულაბერიძის და ჯანეტ ქერდიყოშვილის ახალი ფოტოები თურქეთიდან
⭕„ეს გოგო მიყვარს, ჭკვიანი, კეთილი და ლამაზია“ - თათა გიორგობიანი ახალ ფოტოებს აქვეყნებს