Digest Logo

ლევან მაჭავარიანი: ევრობიუროკრატების აბსურდული რეზოლუციები, განცხადებები, საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა ქართულ საზოგადოებაში განწყობებს ცვლის, რაც სამწუხაროა

1752069979
ლევან მაჭავარიანი

„ევრობიუროკრატების აბსურდული რეზოლუციები, განცხადებები, საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა ქართულ საზოგადოებაში განწყობებს ცვლის, რაც სამწუხაროა“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ მორიგ რეზოლუციას.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ამ რეზოლუციას ყურადღებას აღარ აქცევენ.

მისივე თქმით, ევრობიუროკრატების აბსურდული რეზოლუციები, განცხადებები, გადადგმული ნაბიჯები, საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა ქართულ საზოგადოებაში განწყობებს ცვლი, რაც სამწუხაროა.

„მერამდენე რეზოლუციაა, უკვე თვლაში დავიკარგე, ამიტომ ჩვენ ყურადღებას აღარ ვაქცევთ და ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვისაც ეს ყველაფერი საინტერესო არ არის. ასეთი ტიპის რეზოლუციები საინტერესო იქნებოდა და მღელვარებას გამოიწვევდა 3,4 და 5 წლის წინ, მაგრამ დღეს ეს უკვე ქართველებს აღარ გვაინტერესებს, რადგან უკვე მეექვსე რეზოლუციაა, სადაც ერთი და იგივე შინაარსს ატრიალებენ. გამუდმებითაა საუბარი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასა და არჩევნების შესახებ. ევრობიუროკრატებს პულსზე ხელი არ უდევთ თუ რატომ აკეთებენ ამას, ვერ ვხვდები“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.