Digest Logo

ლევან მაჭავარიანი: ღია წერილი, რა თქმა უნდა, აუცილებელი იყო, ეს არის თავმოყვარე ქვეყნის, თავმოყვარე პრემიერის მიერ გაგზავნილი წერილი, ვინაიდან ჩვენ მუდმივად მოლოდინის რეჟიმში ვერ ვიქნებით

1747319678
ლევან მაჭავარიანი

„ღია წერილი, რა თქმა უნდა, აუცილებელი იყო, ეს არის თავმოყვარე ქვეყნის, თავმოყვარე პრემიერ-მინისტრის მიერ გაგზავნილი წერილი, ვინაიდან ჩვენ მუდმივად მოლოდინის რეჟიმში ვერ ვიქნებით“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ღია წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

დეპუტატის თქმით, იყო გარკვეული ტიპის შეხვედრები, როგორც აშშ-ს ელჩთან, ასევე, აშშ-ში ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაციის ვიზიტისას, თუმცა ეს არ არის საკმარისი.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში. ახალ ადმინისტრაციასთან თანხვედრაა არა მხოლოდ ღირებულებებით ნაწილში, არამედ სრული თანხვედრაა, ასევე, იდეოლოგიაში, ჩვენს პოლიტიკურ შეხედულებებში, გზავნილებში. ჩვენს შეხედულებებში პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებით. იგივე, რა პრობლემებიც არის ბრიუსელის ბიუროკრატიაში, უკრაინის ომთან დაკავშირებით და ა.შ. ეს გვაძლევს, რა თქმა უნდა, ოპტიმიზმის საფუძველს. ის თემები, რაზედაც ღიად დაიწყო ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ საუბარი მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდნენ, ჩვენ ამ თემებზე ვსაუბრობთ უკვე სამი წელია. იგივე „გლობალური ომის“ პარტიაზე, იგივე არაფორმალურ მმართველობაზე, იგივე „დიფ სთეითზე“, როგორც ისინი უწოდებენ.

რამდენად მავნებლები იყვნენ ეს ორგანიზაციები USAID-ი, NED-ი და ა.შ. გამჭვირვალობის აუცილებლობაზე, „ლგბტ“ პროპაგანდის საფრთხეებზე. ანუ, ყველა მიმართულებით, ეს იქნება ღირებულებითი ნაწილი, იდეოლოგიური ნაწილი თუ პოლიტიკური ნაწილი, აბსოლუტური თანხვედრაა.

შესაბამისად, ვერ ვხედავთ ვერანაირ ლოგიკურ ახსნას, თუ რატომ არ შეიძლება შედგეს ჩვენს შორის რეალური პარტნიორობა. ღია წერილიც, რა თქმა უნდა, აუცილებელი იყო. ეს არის თავმოყვარე ქვეყნის, თავმოყვარე პრემიერ-მინისტრის მიერ გაგზავნილი წერილი, ვინაიდან ჩვენ მუდმივად მოლოდინის რეჟიმში ვერ ვიქნებით.

გვესმის, რომ ძალიან ბევრი პრობლემა აქვს მოქმედ ადმინისტრაციას, ჯერჯერობით ბევრი პრობლემა მოუგვარებელი რჩება, რასაც ისინი აანონსებდნენ წინასაარჩევნოდ, რომ პირველივე თვეებში მოაგვარებდნენ, თუმცა უკვე თითქმის ოთხი თვეა გასული და შესაბამისად, ველოდებით მათგან კონკრეტულ გზავნილებს, ოღონდ ეს გზავნილები უნდა იყოს, რა თქმა უნდა, მაღალ დონეზე.

ჩვენ, თავმოყვარე ერი ვართ და ჩვენ გაგვაჩნია სუვერენიტეტის ძალიან მაღალი ხარისხი. ასეთი დამოუკიდებლობის ხარისხი მსუბუქად, რომ ვთქვათ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორია საქართველოს არასდროს არ ჰქონია.

შესაბამისად, ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, იქ არ იყო არაფერი თხოვნის რეჟიმში და ა.შ. უბრალოდ ბუნდოვანებები უნდა გაიფანტოს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ელოდება რეაგირებას აშშ-ის მხრიდან და რაღაცა ტიპის კომენტარებს, გზავნილებს და არის აბსოლუტური დუმილი.

იყო, რა თქმა უნდა, ქალბატონი ელჩის შეხვედრა მაკა ბოჭორიშვილთან, ლევან დავითაშვილთან. შემდეგ ჩვენი დელეგაციის ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატებში. იქაც იყო ადმინისტრაციასთან შეხვედრები. მაგრამ ჩვენ გვსურს, რა თქმა უნდა, რომ ეს უმაღლეს დონეზე გაკეთდეს, რაღაც ტიპის განცხადება იქნება თუ კომუნიკაცია“, - აღნიშნავს მმართველი გუნდის დეპუტატი.