
„მამუკა ხაზარაძემ იმგვარად უჩივლა ჩვენს ქვეყანას, რომ მისი სარჩელი რომ დაეკმაყოფილებინა პარიზის საარბიტრაჟოს, მას ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან 1,5 მლრდ დოლარი თავის ჯიბეში მიჰქონდა“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა პარტია „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის მიერ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით სასამართლოში წაგებულ დავაზე საუბრისას.
მაჭავარიანის თქმით, ხაზარაძეს სხვა სათქმელი აღარ დარჩენია, გარდა იმისა, რომ გადახდილი 650 ათასი დოლარი მომსახურების მოსაკრებლის თანხად გაასაღოს.
„სხვა სალაპარაკო პარტია „ლელოს“ არ აქვს. როდესაც მათ წააგეს ყველა სასამართლო ინსტანცია საქართველოში და ქართულ სასამართლოს უნდობლობა გამოუცხადეს, შემდეგ ეს გადაწყვეტილება პარიზის საარბიტრაჟოში გაასაჩივრეს.
პარიზის საარბიტრაჟომ დაადგინა ის, რომ ჩვენი მართლმსაჯულება ყველაფერში მართალი იყო და პირიქით, ბატონ ხაზარაძეს 650 000 დოლარის გადახდა დააკისრა.
ბატონმა ხაზარაძემ იმგვარად უჩივლა ჩვენს ქვეყანას, რომ მისი სარჩელი რომ დაეკმაყოფილებინა პარიზის საარბიტრაჟოს, მას ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან 1,5 მლრდ დოლარი თავის ჯიბეში მიჰქონდა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: