ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში ჩართვისას, არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვების შემდეგ, დასავლეთთან ურთიერთობის გადატვირთვაზე ისაუბრა.
დეპუტატის განცხადებით, არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ, ეს ურთიერთობები თავისთავად გადაიტვირთება.
„მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომ როდესაც უკრაინაში ომი დასრულდება და ძალიან დიდი იმედი მაქვს და მოლოდინიც არის, რომ შემდეგი წლის პირველ ნახევარში ეს ომი აუცილებლად უნდა დასრულდეს, ეს გადატვირთვა ავტომატურ რეჟიმში მოხდება, არამარტო ჩვენსა და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს შორის, არამედ, ზოგადად, მსოფლიოში ბევრი რაღაც დაბრუნდება ძველ ნიშნულზე.
ეს დაძაბულობაც შენელდება და ის ძირითადი ინტერესი, რაც ჩვენი ქვეყნის მიმართ არის, მეორე ფრონტის გახსნის ინტერესი - გაქრება და ყველანაირი ურთიერთობა დაბრუნდება ძველ ნიშნულზე.
საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ, როგორც საქართველოს სჭირდება მეგობრული ურთიერთობა აშშ-თან და ევროკავშირთან, არანაკლებ სჭირდება აშშ-ს და ევროკავშირს, ჩვენი უნიკალური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე“, - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ასაკი მხოლოდ ციფრებია...“ - თიკა ფაცაცია საოცარ ფოტოებს აქვეყნებს
⭕„ქალბატონი წითელში...“ - ევა ბარბაქაძე გამომწერებს ულამაზეს კადრებს უზიარებს