Digest Logo

🎥 „ჩემი შვილების ყოფილი ცოლები მრავლად არიან, თუმცა თუ ყოფილ რძალს არ ვეყვარები, შვილიშვილებიც ვერ შემიყვარებენ...“ - რას ჰყვება ხათუნა ხოფერია?

1728652219
ხათუნა ხოფერია

ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია სტუმრად გადაცემაში „დღის პოსტი“ იმყოფებოდა, სადაც ოჯახსა და ურთიერთობებზე ისაუბრა.

ასევე ხათუნა ხოფერიამ ისაუბრა წიგნზე, რომელიც მის დედამთილს ეკუთვნის და მასში თავმოყრილია ქართული კერძების რეცეპტები.

„ნინო ხოფერია არის ჩემი დედამთილი. ჩემი მამამთილი ექიმი გახლდათ და ეს წიგნები რელიკვიად გვქონდა. მისი სამოსიც მაქვს, მაქმანი დარჩენილი. მეც ძალიან ვუფრთხილდებოდი. ჩემს უფროს შვილიშვილს გოგონებში ჰქვია ნინო და გვარად არის ხოფერია, ასე რომ მივიღეთ გადაწყვეტილება ვინაიდან წიგნის პატენტი არსებობს გადავცეთ ნინოს. მანამდე ჩემმა ბიჭებმა გადაწყვიტეს, რომ დიდ ბებიას პატივი სცენ და წიგნი უკვე ჩაშვებულია. ყველაფერს ვინარჩუნებთ წიგნისას. რაც შეეხება ჩემ ყოფილ რძალს თიკას, პირველ რიგში ის არის ჩემი შვილიშვილის დედა მე თუ მას არ ვეყვარები, არც ჩემს შვილიშვილს ვეყვარები. მე თუ მას გვერდში არ დავუდგები მერე არც ჩემი შვილიშვილი დამიდგება გვერდში. ჩვენ უნდა გავცეთ და დავეხმაროთ შვილიშვილებს რომ თვალსაწიერი გავუფართოვოთ. პატიება უნდა იცოდნენ, სიყვარული უნდა იცოდნენ. ჩემი შვილების ყოფილი ცოლები მრავლად არიან, თუმცა მადლობა მინდა ვუთხრა მათ იმ სიკეთის თვის და კარგისთვის რაც გამიკეთეს, ასევე იმისთვის, რომ შვილიშვილები მაჩუქეს“,- აღნიშნა ხათუნა ხოფერიამ.

 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ასაკი მხოლოდ ციფრებია...“ - თიკა ფაცაცია საოცარ ფოტოებს აქვეყნებს

⭕„ქალბატონი წითელში...“ - ევა ბარბაქაძე გამომწერებს ულამაზეს კადრებს უზიარებს

„გილოცავთ მოახლოებულ სვეტიცხოვლობის დღესასწაულს...“ - საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს