
„ჩვენ ვართ ვალდებულები, რომ ასე ვთქვათ, პოლიტიკური ველი ასეთი მავნებელი პარტიებისგან გავწმინდოთ, რომლებიც ცუდის მეტს არაფერს არ აკეთებენ ჩვენი ქვეყნებისთვის“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი მამუკა მდინარაძის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი „ნაცმოძრაობისა“ და მისი სატელიტების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას აპირებს.
მისი თქმით, როდესაც პოლიტიკური ველი გათავისუფლდება, რეალური ოპოზიცია გაჩნდება.
„რა თქმა უნდა, როდესაც პოლიტიკური ველი გათავისუფლდება ასეთი პარტიებისგან, რომლებიც მთლიანად გარე ძალებს ემსახურებიან და ასობით მილიონი დოლარით ფინანსდებიან ამის გამო, იქ უკვე გაჩნდება რეალური ოპოზიცია. ჩვენ შესაძლებლობას მივცემთ ახალგაზრდებს თუ არა ახალგაზრდებს ვინც ჩვენი ქვეყნის რეალური პატრიოტები იქნებიან, რეალური ოპოზიცია წარმოადგინონ პოლიტიკურ ველზე“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: