Digest Logo

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: ლოგიკურია, არჩევნებში მონაწილეობა რომ არ სურთ, რადგან იციან, კიდევ უფრო დიდი ანგარიშით განადგურდებიან

1741842086
ლევან მაჭავარიანი

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებამდე, ხელისუფლების ოპონენტები გარე ძალებიდან მორიგ დირექტივას ელიან.

„საბოლოო ჯამში, მოუწევთ ისე მოქმედება, როგორც გარე პატრონები დაავალებენ და ახლა ის, რომ მონაწილეობა არ სურთ - ეს ძალიან ლოგიკურია, ვინაიდან იციან, რომ განადგურდებიან კიდევ უფრო დიდი ანგარიშით. რაღაც პატარა მიღწევა მათ ჰქონდათ საპარლამენტო არჩევნებში, ვინაიდან 61 მანდატი ცოტა ნამდვილად არ არის, თუმცა ამის შემდეგ კიდევ უფრო გაუწბილეს იმედები თავიანთ მხარდამჭერებს იმით, რომ პარლამენტის მუშაობაში არ მიიღეს მონაწილეობა“, - აცხადებს  მაჭავარიანი.