
„გიორგი გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდებათ, რადგან ისინი სხდომებს არ ესწრებოდნენ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
დეპუტატის თქმით, ამომრჩევლის მიმართ ასეთი დამოკიდებულება გულდასაწყვეტია.
„ამომრჩეველი ხმას როცა გაძლევს, პარლამენტში მისი ხმა და წარმომადგენელი უნდა იყოს. მუშაობის საშუალება გაქვს, სადაც შეგიძლია, ტრიბუნა გამოიყენო. ამაზე უარს როცა ამბობ, შენივე ამომრჩეველს აყენებ შეურაცხყოფას“, - დასძინა მმართველი გუნდის დეპუტატმა.