Digest Logo

ლევან მაჭავარიანი: რადიკალები ღიად, მოურიდებლად პირდაპირ აცხადებენ, რომ მათ დღის წესრიგს წარმოადგენს ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვა, ქვეყნის არევა, რადიკალიზაცია

1748083797
ლევან მაჭავარიანი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი რადიკალური ოპოზიციის მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

„რადიკალები ღიად, მოურიდებლად პირდაპირ აცხადებენ, რომ მათ დღის წესრიგს წარმოადგენს ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვა, ქვეყნის არევა, რადიკალიზაცია.

ბატონი გედევან ფოფხაძის განცხადება ვნახე, ქალბატონი კორსის გზავნილის შემდეგ, სულ რამდენიმე საათში, რომ მსხვერპლი არის საჭირო.

ქალბატონი ზურაბიშვილი ისევ აგრძელებს სამწუხაროდ, სახლობანას თამაშს და ისევ მიაჩნია, რომ იგია პრეზიდენტი და აღლუმი უნდა ჩაიბაროს. თუმცა, ეს ღიმილის მომგვრელია“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ოპოზიციამ 26 მაისისთვის აქცია დააანონსა. რამდენიმე ლიდერი ძალადობრივ სცენარზე საუბრობს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕გაეცანით, თბილისში 26 მაისის აღსანიშნად დაგეგმილ ღონისძიებებს

⭕„არ შეგეშინდეთ სირთულეების, დღევანდელი გამოცდილება შეიძლება მეტად ფასეული აღმოჩნდეს“ - 24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი თაკო მელიქიშვილისგან

⭕„იცით რა მიხარია? მთელი ერი რომ აბულინგებდა თამო ვაშალომიძეს და ის კიდე თავის გულის ტკივილს თავისი თავის შენებაში დებდა და არ დაათრგუნვინა თავი გაბოროტებულ ხალხს!“ – რას წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი