Digest Logo

ლევან მაჭავარიანი: სააკაშვილი აგონიაშია, მისი განცხადებები საინტერესო არ არის, რომელი „ნაცი“ რა სტრატეგიას მიჰყვება, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს

1762243769
ლევან მაჭავარიანი

„რთულია იმის თქმა, რა სტრატეგია აქვს არჩეული სააკაშვილს, აგონიაშია, მისი განცხადებები საინტერესო არაა, რომელი „ნაცი“ რა სტრატეგიას მიჰყვება, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი - „გილაური ერთმანეთს რას დააბრალებენ, მნიშვნელობა არ აქვს“, რადგან დეპუტატი მიიჩნევს, რომ ისინი „ერთნაირები არიან“.

„ოპოზიციის ყოველგვარი გაერთიანება აბსურდია იქიდან გამომდინარე, რომ მათი პატრონები ჩამოყალიბდნენ, გამიჯნონ, „ნაცმოძრაობა“ „ლელო“-სგან და გახარიასგან, რადგან თავიანთი წარსული ვერ ჩამორეცხეს. ახლა ფსონი გახარიას პარტიასა და „ლელო“-ზეა დადებული. ეს ამ პარტიებს შორის ბუნებრივ დაპირისპირებას იწვევს.

სააკაშვილის სტატუსიც ამას ცხადყოფს. ისინი ქვეყანას ასეთი ზიზღით და სიძულვილით მართავდნენ. ეზიზღებოდათ არა მხოლოდ ყველაფერი ქართული, არამედ საკუთარი შემადგენლობაც.

სააკაშვილი-გილაური ერთმანეთს რას დააბრალებენ, მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ერთნაირები არიან. ახლა ასეთი არაკაცები ერთმანეთზე ჭორაობენ, ისინი ჩვეულებრივი „ნაცები“ არიან და მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ვის რას დააბრალებს.

რა სტრატეგია აქვს სააკაშვილს არჩეული, ამის თქმა რთულია, აგონიაშია. ჩვენთვის მისი განცხადებები საინტერესო არაა, რომელი „ნაცი“ რა სტრატეგიას მიჰყვება, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„გადადის კანის პირდაპირი კონტაქტით ან ტანსაცმლის, თეთრეულისა და ბალიშის გაზიარებით...“ - როგორ დავიცვათ თავი მუნისგან? მამუკა რაშოაიანის რეკომენდაცია

⭕„ახალი საქმეების წამოწყებას არ გირჩევთ და თავი შეიკავეთ მკურნალობის დაწყებისგანაც“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი

⭕🎥 რა მოხდა ბაღდათში, სადაც ჯგუფ „ურსას“ კონცერტზე დაკარგული ბავშვი სცენაზე ავიდა? - „ერთი კონცერტი ეს არის“