Digest Logo

„გადადის კანის პირდაპირი კონტაქტით ან ტანსაცმლის, თეთრეულისა და ბალიშის გაზიარებით...“ - როგორ დავიცვათ თავი მუნისგან? მამუკა რაშოაიანის რეკომენდაცია

1762239212
მამუკა რაშოიანი

ფიტნესინსტრუქტორი, ნუტრიციოლოგიის რეზიდენტი და სერტიფიცირებული მანუალ-თერაპევტი, მამუკა რაშოიანი სოციალურ ქსელში ბოლო დროის ერთ-ერთი აქტუალური თემას - მუნის გავრცელებისა და გადადების გზებზე საზოგადოებას რეკომენდაციას უზიარებს.

„გაფრთხილება: თბილისში გავრცელდა კანის დაავადება — მუნი

ბოლო პერიოდში თბილისის კლინიკებში მომრავლდა მუნის შემთხვევები — ეს არის კანის პარაზიტული ინფექცია, რომელსაც იწვევს ტკიპა.

სიმპტომები:

ძლიერი ქავილი, განსაკუთრებით ღამით;

წვრილი გამონაყარი და სიწითლე კანზე;

ხშირად – გამონაყარი თითებს შორის, მაჯებზე, მუცელზე, მკერდზე ან სასქესო არეში.

როგორ ვრცელდება:

მუნი მარტივად გადადის ადამიანიდან ადამიანზე  კანის პირდაპირი კონტაქტით ან ტანსაცმლის, თეთრეულის, ბალიშის გაზიარებით.

ინკუბაციის პერიოდი საშუალოდ 1–2 კვირაა.

აუცილებელია დერმატოლოგთან ვიზიტი — თვითმკურნალობა არ არის რეკომენდებული.

მკურნალობისას საჭიროა:

ტანსაცმლისა და თეთრეულის დეზინფექცია (გარეცხვა მაღალ ტემპერატურაზე, დაუთოება);

ოჯახის ყველა წევრის პროფილაქტიკური მკურნალობა;

გარემოს საფუძვლიანი დასუფთავება.

არ ათხოვოთ პირადი ნივთები (ტანსაცმელი, პირსახოცი, საწოლი).

რეგულარულად დაიბანეთ ხელები და შეინარჩუნეთ ჰიგიენა.

შეინარჩუნეთ სიფრთხილე საზოგადოებრივ სივრცეებში.

თუ შენ ან ოჯახის წევრს აღგენიშნებათ ძლიერი ქავილი, განსაკუთრებით ღამით — არ გადადო ექიმთან ვიზიტი.

მუნი იკურნება, მაგრამ მოითხოვს დროულ და სწორ მკურნალობას“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2025 წლის ნოემბრის დასაწყისში განსაკუთრებით წარმატებული პერიოდი ელის

⭕„ახალი საქმეების წამოწყებას არ გირჩევთ და თავი შეიკავეთ მკურნალობის დაწყებისგანაც“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი

⭕🎥 რა მოხდა ბაღდათში, სადაც ჯგუფ „ურსას“ კონცერტზე დაკარგული ბავშვი სცენაზე ავიდა? - „ერთი კონცერტი ეს არის“