Digest Logo

ლევან მაჭავარიანი: უკვე შერჩეული გვყავს კანდიდატი, ვინც იქნება ჩვენი ელჩი აშშ-ში, ურთიერთობების გადატვირთვა და ახალი ფურცლიდან დაწყება მოხდება

1743108232
ლევან მაჭავარიანი

„უკვე შერჩეული გვყავს კანდიდატი, ვინც იქნება ჩვენი ელჩი აშშ-ში და ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვა და ახალი ფურცლიდან დაწყება მოხდება“, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„ჩვენ ვართ ძალიან თავშეკავებულები. ყველაფერი დაუბრალებიათ „ქართული ოცნებისთვის“, მაგრამ რადიკალებს და მის ტელევიზიებს არასდროს დაუბრალებიათ, რომ სიმჩატით გამოვირჩევით. ყოველთვის ძალიან ფრთხილად და თავშეკავებულად ვსაუბრობთ. იყო ძალიან საქმიანი შეხვედრა ქალბატონ აშშ-ის ელჩსა და მაკა ბოჭორიშვილს შორის. ეს იყო დახურული შეხვედრა და უფლება არ გვაქვს, გარეთ გამოვიტანოთ რაღაც საკითხები. უკვე შერჩეული გვყავს კანდიდატი, ვინც იქნება ჩვენი ელჩი აშშ-ში და ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვა და ახალი ფურცლიდან დაწყება მოხდება და რეალური პარტნიორობის, არა ისეთის, როგორიც იყო, ისეთის როგორიც ჩინეთთან გვაქვს.

ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება უკრაინაში ომის დასრულებასთან და ბატონი ტრამპი რეალურ ნაბიჯებს დგამს... ეს არის ერთი ფაქტორი და მეორე ფაქტორია, რა თქმა უნდა, ბატონმა ტრამპმა უნდა დაამარცხოს „დიფ სთეითის“ გავლენები აშშ-ში. ეს ყველაფერი იქნება იმისი წინაპირობა, რომ ჩვენი ურთიერთობები აღდგება და არამხოლოდ აღდგება, არამედ გაცილებით ახლო პარტნიორობა იქნება, ვიდრე ადრე. არაფერს ნიშნავს არც შაჰინის და რიშის აქტი, არც ჯო უილსონის აქტიურობა, რომელიც ხან პაკისტანზე აქტიურობს, ხან ირანზე, ხან საქართველოზე. არც მიხაილ როთის აქ ვიზიტები და ა.შ. თუ ამის იმედად არის დარჩენილი ოპოზიცია, კარგად ჰქონიათ საქმე“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.