Digest Logo

ლევან მაჭავარიანი: ვამკაცრებთ მიდგომას ნარკორეალიზატორების მიმართ, არ აქვს მნიშვნელობა მარიხუანას გაყიდის ადამიანი, ჰეროინს თუ სხვა ნივთიერებას

1741778102
ლევან მაჭავარიანი

„ვამკაცრებთ მიდგომას ნარკორეალიზატორების მიმართ. არ აქვს მნიშვნელობა მარიხუანას გაყიდის ადამიანი, ჰეროინს თუ სხვა ნივთიერებას, 12-დან 20 წლამდე ემუქრება. შეიძლება 16 წლიდან დაიწყოს, შეიძლება საერთოდ უვადო პატიმრობა იყოს“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ნარკოპოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით საუბრისას.

„თვითონ მომხმარებლებს რაც შეეხება, ამ კომპლექსურ მიდგომაში რა თქმა უნდა იქნება ძალიან ბევრი პროგრამა, რომელიც თვითონ მომხმარებლებს ხელს შეუწყობს იმაში, რომ თავი დააღწიონ ამ ბოროტ სენს“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა ნარკოპოლიტიკას ამკაცრებს. ამასთან, იზრდება სანქციები. რვა პროექტია შემუშავებული, რომლის განხილვაც პარლამენტში 14 მარტს დაიწყება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ა, კაცი! ქალს ხელის გულზე ატარებს“ - რა გამოხმაურება მოჰყვა შორენა ბეგაშვილის რჩეულის გამოჩენას

🎥 „გამოიყენეთ ამ დღის ენერგია, წარმატება თქვენ მხარეს არის“ - 12 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

⭕„დაბნელებების დერეფანში შევდივართ, მოიშორეთ ყველაფერი, რაც აღარ გჭირდებათ“ - 14 მარტის ასტროპროგნოზი ხათუნა ნოელისგან