Digest Logo

მამუკა მდინარაძე - 2022 წლის 2 მარტს, ომის დაწყებიდან ერთ კვირაში, მსოფლიოს 38-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, მიმართა ჰააგის სასამართლოს რუსეთის მიმართ ომის დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებით, პუტინის მიმართ გამოცემული ორდერიც ამ გამოძიების შედეგია

1679219167
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე

„ისევ მხოლოდ ფაქტები: 2022 წლის 2 მარტს, ომის დაწყებიდან ერთ კვირაში, მსოფლიოს 38-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, მიმართა ჰააგის სასამართლოს რუსეთის მიმართ ომის დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებით. ამ მიმართვას ბევრი ქვეყანა არ შეუერთდა, რომელთა შორისაც იყო, მაგალითად, მოლდოვა. მიმართვის საფუძველზე ჰააგის სასამართლომ გამოძიება დაიწყო. პუტინის მიმართ რამდენიმე დღის წინ გამოცემული ორდერიც ამ გამოძიების შედეგია“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა კობახიძე წერს. 

„ეს ის დღეებია, როდესაც თბილისში საპროტესტო აქციები იმართებოდა მოტივით, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლება მხარს არ უჭერდა უკრაინას…ეს ის დღეებია, როდესაც უკრაინის ხელისუფლებამ, იგივე მოტივით, საქართველოდან ელჩი გაიწვია…

რაც შეეხება ქართულ საკანონმდებლო ბაზას ჰააგის სასამართლოსთან მიმართებით: მსოფლიოში საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს რომის წესდების მონაწილე 123 ქვეყანაა.

დღევანდელი მოცემულობით, მათ შორის არ არიან, მაგალითად, თავად უკრაინა, რუსეთი, აშშ და სხვ. საქართველო, რომის სტატუტის წევრი ქვეყნებიდან, იმ 22 ქვეყანას შორისაა, რომლებსაც სრულად აქვთ მორგებული ქვეყნის საკანონმდებლო ბაზა ჰააგის სასამართლოსთან სათანამშრომლოდ, განსხვავებით ევროკავშირის წევრი 16 ქვეყნისგან, რომლებსაც დღემდე არ აქვთ შექმნილი საკანონმდებლო ბაზა სასამართლოსთან პროცესუალური თანამშრომლობისთვის“, - წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.