Digest Logo

მამუკა მდინარაძე: ვაშაძე არის უნიათო ფაშისტი, ვაშაძის რომ შეგეშინდება დასაბულინგებელი ხარ მართლა

1734009133
მამუკა მდინარაძე

„გიორგი ვაშაძე ცდილობს იყოს ფაშისტი და არ გამოსდის“, - ასე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ იმის თაობაზე, რომ ოპოზიცია, მათ შორის გიორგი ვაშაძე, აგრძელებენ მიზანმიმართულ ბულინგს.

მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს ვიღაცები დააბულინგონ და გარკვეულ შემთხვევაში სადღაც გამოსდით.

„ვაშაძე არის უნიათო ფაშისტი. ცდილობს, რომ ფაშისტი იყოს და არ გამოსდის, მაგრამ მცდელობას არ აკლებს ფაშიზმის მომხრეობის, მაგრამ უნიათო ფაშისტია. ვინ უნდა დააბულინგოს და შეაშინოს ვაშაძემ. ვაშაძის რომ შეგეშინდება დასაბულინგებელი ხარ მართლა. იმსახურებ, რომ დაბულინგდე, მაგრამ ხომ ცდილობს. ხომ ცდილობენ ისინი, რომ ვიღაცები დააბულინგონ და გარკვეულ შემთხვევაში სადღაც გამოსდით ვიღაც საჯარო მოხელესთან, ვიღაც მსახიობთან, ვიღაცაზე ჰყვებიან, რომ „დაკომპრილი“ ჰყავდა და იმიტომ.

ფაშიზმი მეტი არაფერი არაა. შენ რომ აიძულებ ადამიანს, რომ 15 წლის წინ შენზე რაღაც „კომპრი“ რომ იყო იმას ამოგიგდებო და დროზე წამოდი იქიდან, სადაც ხარო, უფრო მეტი ფაშიზმი არ არსებობს. შენ რომ აიძულებ ვიღაც ადამიანს დაიჯეროს, რომ ჩელიაბინსკშია, თუ არ სჯერა და მერე დაიჯერებს ერთ კვირაში შენი ბულინგის შემდეგ, უფრო მეტი ფაშიზმი არ არსებობს.

ეს თუ არ აღვნიშნეთ, რა შედეგებთან მივალთ იცით? როგორც თქვენს ჟურნალისტზე თავდასხმას თავდასხმად, რომ არ მიიჩნევდნენ და მერე კიდევ უფრო მძიმე შედეგი დადგა, აი ასეთ შედეგებამდე მივალთ. თავშივე ფაშიზმი და პავლიკ მოროზოვობა თუ არ ჩავახშეთ მერე უფრო მძიმე შედეგი დადგება“, - განაცხადა მდინარაძემ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

მამუკა მდინარაძე: ზურაბიშვილი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე უფრო მეტ სისულელეს გააკეთებს, ვიდრე წინა წლებში გაუკეთებია

⭕ვიქტორ სანიკიძე ლიბერალების მიერ ხვიჩა კვარაცხელიას ბულინგზე: მიუღებლობა აქვთ განსხვავებული აზრის და ვერაფერს დავარქმევ გარდა იმისა, რომ არის ფაშიზმი...იმედია, არ კითხულობს ამ ყველაფერს და აიგნორებს

🎥 „მოერიდეთ მაგიდაზე სანთლების გამოყენებას, რადგან გველს ცეცხლის ეშინია...“ - როგორი უნდა იყოს 2025 წლის საახალწლო სუფრა?