Digest Logo

„მჯერა, პარლამენტი არ მიიღებს ამ კანონპროექტს, თუ მიიღებენ მეც აგენტი ვიქნები“ - გამყრელიძე

1678109535
ამირან გამყრელიძე

„მე დარწმუნებული ვარ, ეს კანონი ვერ გავა პარლამენტში, საქართველოს პარლამენტი არ მიიღებს ამ კანონპროექტს, რადგან ის ეწინააღმდეგება ჩვენს სწრაფვასა და ისტორიულ სურვილს, რომ რაც შეიძლება მალე შევიდეთ ევროკავშირში და გვქონდეს ნატოს ფარი“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. 

გამყრელიძის თქმით, დარწმუნებულია, მმართველი გუნდის წევრები კანონპროექტს არ მიიღებენ.

„ეს კანონი საფუძველშივე ეწინააღმდეგება ჩვენს სწრაფვას, ვერ წარმომიდგენია, რომ საქართველოს პარლამენტი წავიდეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ. მე მესმის, ეს კანონი ინიცირებულია გარკვეული ჯგუფის მიერ, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, სხვა დეპუტატები მას არ მიიღებენ. ყველა ჩვენი მეგობარი გვირჩევს, რომ ამ კანონის მიღება დღეს არ არის საჭირო. დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ წევრები ამ კანონის მიღებისგან თავს შეიკავებენ. თუ კანონს მიიღებენ მეც აგენტი ვიქნები“, - განაცხადა გამყრელიძემ. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵გურამ შეროზია ომანში მოგზაურობს - რა ფოტოებს აქვეყნებს ბლოგერი

🎥 ნუცა ბუზალაძე ცოტა ხნის წინ მიღწეულ წარმატებას დუბაიში აღნიშნავს - ნახეთ, რა კადრებს აქვეყნებს მომღერალი

🔵„ერთადერთი ტიპია საქართველოში, რომელიც ამ დაჭაობებულ ერთფეროვნებას არღვევს“ - დომენიკ მანგო პაატა თედიაშვილზე