Digest Logo

„მნიშვნელობა არ აქვს, ახლებს დაირქმევენ თუ ძველებს, საზოგადოებას შეცდომაში ვერ შეიყვანენ“ - ლევან მაჭავარიანი

1720190703
ლევან მაჭავარიანი

„ნიკა გვარამიაზე, რომელიც იკავებდა ძალიან მაღალ პოზიციებს „ნაცმოძრაობის“ დროს და ისეთ სკანდალურ საქმეებში აქვს მონაწილეობა მიღებული, წარსულს ახალი სახელით ვერ ჩამოირეცხავს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, არ აქვს მნიშვნელობა ოპოზიციური პარტიები რა სახელს დაირქმევენ, ამით ელექტორატს მაინც ვერ გაზრდიან.

„ოპოზიცია რამდენიმე ცენტრად შეეცდება დაყოფას. „ნაცმოძრაობაში“ ახალი თავმჯდომარე მოგვევლინება, იქიდან გამომდინარე რომ ხაბეიშვილმა ვერ მოახერხა მიშა სააკაშვილის დახსნა, რასაც იგი ჰპირდებოდა - იგი ჩაანაცვლეს, მანამდე გვახსოვს ფეისბუკით იყო ჩანაცვლებული ნიკა მელია, ახლა თინათინ ბოკუჩავამ არ მგონია „დიდი ამინდი“ შექმნას.

აქეთ იქნება მეორე ცენტრი - „ახლები“, რომლებიც, რა თქმა უნდა, ძველები არიან იმიტომ, რომ საუბარი არის ნიკანორ მელიაზე, რომელიც თავად გახლდათ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე. ნიკა გვარამიაზე, რომელიც იკავებდა ძალიან მაღალ პოზიციებს „ნაცმოძრაობის“ დროს. გენპროკურორი იყო, მოადგილე იყო, ისეთ სკანდალურ საქმეებში აქვს მონაწილეობა მიღებული, წარსულს ვერ ჩამოირეცხავს.

საზოგადოებისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ცხადია, ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, მნიშვნელობა არ აქვს - ახლებს დაირქმევენ, ძველებს თუ რაიმე ახალ სახელს მოიფიქრებენ, საზოგადოებას შეცდომაში ვერ შეიყვანენ და ამით ელექტორატს ვერ გაზრდიან ეს არის - გამორიცხული“, - აცხადებს მაჭავარიანი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„გამოჩნდა ის ახალგაზრდობა, ვისაც ამდენი ხანი გარეთ ეძახდნენ, გამოჩნდა შრომის ფასი, გამოჩნდა სწავლის ფასი, გამოჩნდა რეალური წარმატების ფასი“ - ნუკა არველაძე

„ქარიშხალზე რომ გაფრთხილებდით, სწორედ მაგ დღეს გავხდი ბულინგის, ლანძღვა გინების და წყევლის მსხვერპლი...“ - რას წერს კობა ფარტენაძე

🎥 „სატანური დღეებია, მიდის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ენერგიებს შორის, რაც დედამიწაზე მოდის“ - შაბათ-კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის მიხეილ ცაგარელისგან