Digest Logo

„გამოჩნდა ის ახალგაზრდობა, ვისაც ამდენი ხანი გარეთ ეძახდნენ, გამოჩნდა შრომის ფასი, გამოჩნდა სწავლის ფასი, გამოჩნდა რეალური წარმატების ფასი“ - ნუკა არველაძე

1720175249
ნუკა არველაძე

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების წევრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე წარმატებით ასპარეზობისა და მერვედფინალში გასვლის აღსანიშნად „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარისგან, ბიძინა ივანიშვილისგან დაწესებული ჯილდო, 30 მილიონი ლარი, პრემიის სახით უკვე მიიღეს.

აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნუკა არველაძე გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს ქმედება ბიძინა ივანიშვილისგან შრომის, სწავლის და წარმატების დაფასებაა.

„ძალიან უმაგრესი ადამიანის  ბიძინა ივანიშვილის სიკეთე და საქმე იმ უდღეურ ბაღლინჯოებს რომ მოეწონოთ მაშინ გვაქვს სადარდებელი.

დააკვირდით კატეგორიას - საკუთარ აღვირახსნილობაში ჩაკარგულები, წლებია მილიონობით გრანტები ახარჯეს იმისათვის, რომ ახალგაზრდობა გარყვნილიყო, სამშობლოს და ადამიანების სიყვარულისგან დაცლილიყო, ცხოვრების აზრი აღვირახსნილობა და ბოზობა ყოფილიყო, ნებისმიერი ძონძი ვისაც დადებდნენ უპირობოდ რომ მიეღოთ!!!!

აქ 30 მილიონი, ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს ნაკრები კი არა, ეს უბედურები იმან გადარია, რომ თურმე მიუხედავად ამდენი მილიონებისა, განსხვავებით ბევრი ქვეყნისგან სადაც ეს გაუვიდათ, ქართველი ჯანსაღია
ქართველი ძლიერია, ქართველი ადამიანია, გამოჩნდა ის ახალგაზრდობა ვისაც ამდენი ხანი გარეთ ეძახდნენ,
გამოჩნდა შრომის ფასი, გამოჩნდა სწავლის ფასი,  გამოჩნდა რეალური წარმატების ფასი.

ფეხბურთი აღმოჩნდა სწორედ ის მხარე, რომელმაც გამოაჩინა და დამიჯერეთ სრულ შოკში ჩააგდო ჩვენი ქვეყნის შიდა და გარე მტრები, რადგან ასეთ ძლიერ და ჯანსაღ საზოგადოებას თავზე ვერ მოახვევ იმ იდიოტობას
რაც გაუვიდათ უკრაინაში!!!

გამოჩნდა ის რომ სწორედ ამ მაგარი ბიჭების მშობლების თაობა ფეხზე დგას, აზროვნებს და ზრდის სამშობლოსთბოდ თამამ, ძლიერ და ჯანსაღ თაობას და გამოჩნდა ის, რაც ეგონათ მათი გავლენის ქვეშ იყო და თურმე უუუპს... 

და რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი?

წლების მანძილზე სპორტის ყველა სახეობაში, კულტურაში, ხელოვნებაში, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაში უდიდესი და საკუთარი რესურსი ჩადო და ეს 30 მლნ მხოლოდ საკუთარი სულის სიხარულის გამოვლინებაა.

ეს იმის გაგრძელებაა, რასაც ათწლეულების ყველზე გულიანი და თბილი ადამიანი ჩვენთვის, ჩვენი სამშობლოსთვის აკეთებს!!

ჩვენი ნაკრების წარმატებამ აი, ეს ენერგია ამოხეთქა და დაახეთქა თავზე მაგ უდღეურებს!!!

ერთი ადამიანის, ერთო ოჯახის მიერ წლების მანძილზე თითო თითო ქვად აშენებული სიკეთის ძალა უძლეველია. 
სამშობლო როგორც უფალი ერთია ქვეყანაზედა“, - წერს ნუკა არველაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ქარიშხალზე რომ გაფრთხილებდით, სწორედ მაგ დღეს გავხდი ბულინგის, ლანძღვა გინების და წყევლის მსხვერპლი...“ - რას წერს კობა ფარტენაძე

🎥 „სატანური დღეებია, მიდის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ენერგიებს შორის, რაც დედამიწაზე მოდის“ - შაბათ-კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის მიხეილ ცაგარელისგან

🎥 „საკმაოდ დატვირთული დღეა, ენერგია ნულზეა, ფულის სესხება-გასესხება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება“ - რას ამბობს ხათუნა ნოელი