Digest Logo

ოპოზიციას დესტრუქციული მიზნები აქვს - ხელაშვილი

1604752567
გიორგი__  ხელაშვილი

„ქართული ოცნების“ წევრის გიორგი ხელაშვილის განცხადებით, გუშინ გავრცელებული ჩანაწერებით, სადაც გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო გადატრიალების გეგმის შესახებ ინსტრუქციებს ათანხმებს, დასტურდება, რომ ოპოზიციის როგორც მიზნები, ისე საშუალებები არის დესტრუქციული, უკანონო და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული.

„ჩვენ ამის შესახებ უკვე მოგახსენებდით, არსებობდა ამაზე ინფორმაცია წინასწარ, რაზეც არაერთხელ მივუთითეთ, მაგრამ ის, რომ ჩვენ ეს უშუალოდ პირველი პირებისგან მოვისმინეთ, ძალიან მნიშვნელოვანია“,- აღნიშნა გიორგი ხელაშვილმა.

მან 8 ნოემბერს ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„საქართველოში არის პროტესტის, გამოხატვის თავისუფლება, ყველას აქვს ამის უფლება. თუმცა ჩვენი მხრიდან ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ორგანიზატორები უგულებელყოფენ პანდემიის მზარდ საფრთხეს, რომელიც პიკს უახლოვდება და ამის მიუხედავად მოუწოდებენ მოქალაქეებს მიიღონ მონაწილეობა საპროტესტო ქციაში.

მიუხედავად იმისა, გვესმის ცნობები იმის შესახებ, რომ ერთმანეთის მიყოლებით ოპოზიციის ლიდერებს უდგინდებათ კოვიდ 19-ის დიაგნოზი, ვინც იტესტება, უმრავლეს შემთხვევაში ეს ასეა და ამის მიუხედავად ისინი მაინც უგულებელყოფენ საზოგადო, საჯარო ჯანდაცვის საფრთხეებს. ამიტომ, მოვუწოდებთ ყველას - მოქალაქეებს, ლიდერებს, იმოქმედონ კანონის ფარგლებში უპირველეს ყოვლისა და ასევე, საღი აზრის შესაბამისად.

კანონის დარღვევის შემთხვევაში, გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ნორმების დარღვევაზე უნდა მოხდეს სათანადო, ძალიან მკაცრი რეაგირება“,- აღნიშნა გიორგი ხელაშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე პოლიციელს აშანტაჟებენ.

„არის მათი გადაბირების მცდელობა, მათ განაცხადონ, რომ ისინი აპირებენ თავისი მოვალეობის მიტოვებას, გადადგომას პროტესტის ნიშნად და ა.შ. წინასწარ მინდა გაგაფრთხილოთ, რომ ამ პოლიციელებს, თუ ასეთი ფაქტი მართლაც მოხდა, ემუქრებიან კომპრომატებით, სთავაზობენ ფულს ან კომპენსაციას თანამდებობიდან წასვლის შემთხვევაში, ასევე აშანტაჟებენ პირადი, ძველი ვალდებულებებით. ამის მაგალითი იყო გუშინდელი ცესკო-ს შემთხვევა, როდესაც გათავისუფლებული თანამშრომელი, რომელმაც თითქოსდა პროტესტის ნიშნად დატოვა თავისი ადგილი, ივანე ბურდული, აღმოჩნდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული პირი“,- აღნიშნა გიორგი ხელაშვილმა.