საკანონმდებლო ორგანომ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ გიორგი კახიანი აირჩია.
მის კანდიდატურას მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გიორგი კახიანს მე-11 მოწვევის პარლამენტის საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: