
თუ უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებენ, ხოლო საქართველო - არა, ქართველები ქუჩაში გამოვლენ, - განაცხადა საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის საკითხებში პოლონელმა ექსპერტმა, გამოცემა Nowa Europa Wschodnia-ს ჟურნალისტმა, ვოიცეხ ვოიტასევიჩმა.
„ოპოზიცია ასეთ შანსს ხელიდან არ გაუშვებს. უკრაინის ევრომაიდანის ანალოგია მომდის თავში. ასევე ე.წ გავრილოვის ღამის მესამე წლისთავი. ვგრძნობ, რომ წინ საინტერესო დღეები გველის საქართველოში, რამაც გასაკვირი ცვლილებები შეიძლება მოიტანოს ამ ქვეყანაში“, - აღნიშნა პოლონელმა ექსპერტმა.
1/2 Czuję analitycznym nosem, że szykuje się wielka draka w Gruzji. Jeśli Ukraina i Mołdawia otrzymają status krajów kandydackich od Unii Europejskich (takie były dzisiaj zapowiedzi Macrona, Scholza, Drahiego i Iohannisa w Kijowie), a Gruzja nie, to Gruzini wylegną na ulicę. pic.twitter.com/JA7P0dYuoe
— Wojciech Wojtasiewicz (@WojciechWojtas6) June 16, 2022