Digest Logo

პუტინი და ზურაბიშვილი, ტრამპს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებას უსურვებენ

2/10/2020 • 12:05
პუტინი, ტრამპი, ზურაბიშვილი

დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და თავის მეუღლე მელანიას კორონავირუსი დაუდასტურდათ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და კრემლის ლიდერი ვლადიმირ პუტინი, ტრამპს გამოჯანმრთლებას უსურვებენ.

„ბატონო პრეზიდენტო, ეს მართლაც რთული პერიოდია, თუმცა სოლოდარობით შევძლებთ მის გადალახვას. თქვენ და პირველ ლედის მალე გამოჯანმრთელებას გისურვებთ“- წერს სალომე ზურაბიშვილი.

„დარწმუნებული ვარ თქვენი ოპტიმიზი, კარგი განწყობა და სიცოცხლისუნარიანობა დაგეხმარებათ, რომ ამ საშიშ ვირუსს გაუმკლავდეთ“, - აღნიშნულია პუტინის მიმართვაში.