Digest Logo

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ვლადიმერ ჩაჩიბაია პარლამენტის დატოვებას ითხოვს

1679245816
ვლადიმერ ჩაჩიბაია

„ქართული ოცნების“ დეპუტატ ვლადიმერ ჩაჩიბაიას პარლამენტის დატოვება სურს.

მისი თქმით, პარლამენტის დატოვების მიუხედავად, პარტიის ერთგულ წევრად დარჩება.

„ვფიქრობ საპარლამენტო ცხოვრებისთვის მზად არ აღმოვჩნდი. იცით, რომ 30 წელი ჯარში ვიყავი. ჩემი პირადი სურვილია, გამოვიდე პარლამენტიდან და ვნახოთ, მაგრამ ამავდროულად ვრჩები ჩვენი პარტიის ერთგული წევრი“, - განაცხადა ჩაჩიბაიამ „დროებასთან“ ინტერვიუში.

ცნობისთვის, ვლადიმერ ჩაჩიბაია ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა.