
„ამით ნამდვილად ვერაფერს დაგვაკლებენ“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლაშა ტალახაძე ბალტიის ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებს.
მისი თქმით, მსგავს ნაბიჯებს ვერანაირი ეფექტი ვერ ექნება.
„ვხედავთ, თუ როგორი უსუსურები არიან, საერთოდ რეალობას არიან მოწყვეტილები. ჩემთვის პირადად არაფერს არ ნიშნავს, რადგან ის საქმე, რომელსაც მე და ჩემი გუნდი ვაკეთებთ, გაცილებით მეტია, ვიდრე პატარა კაცის პატარა სანქცია - ასე დავარქმევდი ამას. ხმამაღლა ვიტყვი იმას, რომ ამით ნამდვილად ვერაფერს დაგვაკლებენ. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლასა და წინსვლას“, - აღნიშნავს ტალახაძე.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: