Digest Logo

რიმა ბერაძე ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

1617192776
ანზორ ერქომაიშვილი

„მწუხარებას გამოვთქვამ ქართული ფოლკლორის დიდი მოამაგის, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის, ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“  თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძე აღნიშნავს.

„განსაკუთრებით მძიმეა დღევანდელი დღე თითოეული ჩვენგანისთვის. განსაკუთრებით კი, ჩემი კუთხე გლოვობს ბატონ ანზორ ერქომაიშვილს - დიდ ქართველს, მუსიკოსს, პოლიტიკოსს, ფოლკლორისტს, ხელოვნების მუშაკს, საგუნდო დირიჟორს, ხალხური სიმღერების შემკრებს, საქართველოს ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს, თბილისის საპატიო მოქალაქეს, მრავალი წიგნის ავტორს და ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელს.

ვუსამძიმრებ თითოეულ საქართველოს მოქალაქეს ამ დიდი ადამიანის და მართლა ღირსეული ქართველის გარდაცვალებას“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.

ინფორმაციისთვის, მუსიკოსი, ფოლკლორისტი და საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ანზორ ერქომაიშვილი 31 მარტს გარდაიცვალა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

„უდიდესი დანაკლისი განიცადა საქართველომ“ - ბიძინა ივანიშვილი