
„რუსთაველის გამზირზე მათთვის ხელის შეშლა, ვისაც სურს, მივიდეს და პატივი მიაგოს 9 აპრილის მსხვერპლებს, ეს არის როდიონოვობა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„გუშინ ჩვენ ვნახეთ როდიონოვები სხვადასხვა ტანისამოსში, სხვადასხვა სქესში და სხვადასხვა ასაკში. აი, ეს ვიხილეთ გუშინ. ყველა ადამიანი, ვინც თავს ესხმოდა 9 აპრილის მონაწილეს, ვინც თავს ესხმოდა მოქალაქეებს, რომლებიც იქ მიდიოდნენ, ყველა ეს ადამიანი თავისი არსით აგრძელებს იმ საქმეს, რაც მაშინ ნიჩბებით შეიარაღებულმა საბჭოთა რუსმა ჯარისკაცებმა ჩაატარეს, 1989 წლის 9 აპრილს. მაშინ ჩვენი დამოუკიდებლობის იდეას ნიჩბებით ჩეხავდნენ, დღეს ჩეხენ სიტყვებით, ზიზღით და დაპირისპირებით, რაც პირდაპირ ხორციელდება ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ორგანიზებით და უცხო გარე ძალებიდან წაქეზებით“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, არც ერთ საელჩოს დღემდე არ დაუგმია პარლამენტის დაწვის მცდელობა, პოლიციელებისთვის ქვების სროლა, ზიზღის კამპანია.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, თუ არ გმობ ძალადობას, ე.ი. აქეზებ ძალადობას და ხარ ამის თანამონაწილე.
„დღემდე, არც ერთ საელჩოს, ვინც არის მთავარი დამფინანსებელი ასეთი ამაზრზენი აქტების განმახორციელებელი ორგანიზაციების, არ დაუგმია პარლამენტის დაწვის მცდელობა, პოლიციელებისთვის ქვების სროლა, პოლიციელების დაწვის მცდელობა მოლოტოვის კოქტეილებით. არ დაუგმია ფაშისტური კამპანიები, როდესაც არის მცდელობა ადამიანების დეჰუმანიზაციის, არ დაუგმია ზიზღის კამპანია, პროპაგანდა, ტყუილი, დეზინფორმაცია და ეს ყველაფერი ხორციელდება ევროპის სახელით ამ ორგანიზაციების მხრიდან. თუ არ გმობ ძალადობას, ე.ი. აქეზებ ძალადობას. თუკი აქეზებ ძალადობას, ე.ი. ხარ თანამონაწილე ამ ძალადობის“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
⭕ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ქართული ესტრადის გამორჩეული ვარსკვლავი“ - ნინო ჩხეიძე თელავიდან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს
⭕„ბედნიერებაა შენი ყოფნა სტადიონზე“ - ხვიჩა კვარაცხელია ახალ კადრებს აქვეყნებს
🎥 ლიკა კვარაცხელიას ემოციები, როცა ხვიჩა კვარცხელიაზე ნიუსს კითხულობენ