
შალვა პაპუაშვილი კახოვკაში ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას ეხმაურება. შესაბამისი განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის Twitter-ზე გამოქვეყნდა.
„დნეპრზე კახოვკა ჰესის კაშხლის განადგურება რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ომის კიდევ ერთი უპასუხისმგებლო აქტია, რომელსაც კატასტროფული შედეგები მოჰყვება. რუსეთმა უნდა დაასრულოს სისასტიკე, რომელსაც საზღვრები არ აქვს და უარყოფითად მოქმედებს ყველაზე რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს და სხვებს, ვისაც აქვს ეფექტიანი გავლენის ინსტრუმენტები, უფრო ენერგიულად ჩაერთონ ამ კატასტროფის დასასრულებლად“, - წერს პაპუაშვილი.
The destruction of the Kakhovka HPP dam on the Dnipro is yet another irresponsible act with catastrophic consequences of the Russian war against Ukraine. Russia must end the brutality that has no borders and negatively influences everybody in the region and beyond. We call on the…
— Shalva Papuashvili 🇬🇪 (@shpapuashvili) June 6, 2023
ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შესახებ დღეს დილით გახდა ცნობილი. ქსელში გავრცელებული ვიდეომასალის თანახმად, დამბამ კრიტიკული დაზიანება მიიღო. ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების გამო, 80-მდე დასახლების დატბორვის საშიშროება არსებობს.