Digest Logo

შალვა პაპუაშვილი: მიხეილ სააკაშვილის მეგობარი დეფინიციითვე ვერ იქნება საქართველოს მეგობარი

1712312397
შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის „მწვანეთა პარტიის“ საპარლამენტო მდივნის, თამარ გუგულაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას გამოეხმაურა. 

„ზოგადად, სერიოზულად არ ვუყურებ ასეთ შეფასებებს. ჩვენ ვხედავთ ევროპარლამენტში ცალკეულ დეპუტატებს, რომლებიც არიან მიხეილ სააკაშვილის მეგობრები. დამთავრდა, ამით ყველაფერი ნათქვამია. მიხეილ სააკაშვილის მეგობარი დეფინიციითვე ვერ იქნება საქართველოს მეგობარი. რა თქმა უნდა, ასეთი ხალხისგან ქართველი ხალხი კარგს არაფერს ელის, მით უმეტეს, რომ ჩვენ ნანახი გვაქვს რეზოლუციები, სადაც პირდაპირ ტყუილს და დეზინფორმაციას წერდნენ საქართველოსთან დაკავშირებით. მერე აღმოვაჩინეთ, რომ ეს ტექსტები შედგენილი არის ლობისტების მიერ და აქ არის პოლიტიკური კორუფციის ეჭვი“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

თამარ გუგულაშვილის განცხადებით, ისმის მოწოდებები, რომ ევროკომისიამ გაიწვიოს საქართველოსთვის მიცემული კანდიდატის სტატუსი. 

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„მზეს ყოველთვის ღიმილი, კარგი განწყობა და ლამაზი ფოტო მოაქვს“ - სალომე ბაკურაძის ახალმა ფოტოებმა საზოგადოება აალაპარაკა

🎥 „მთავარია არ იზარმაცო, არ დაუწვე სიბერეს“ - რას ამბობს 77 წლის ჰენრი კუპრაშვილი

🎥 „მთელი დღე ქუჩაში იდგა, ვერ მივედი და მეორე დღეს მამა გარდაიცვალა... მანქანა იყო დალეწილი, სრული ისტერიკა დამემართა“ - რას ჰყვება ლელა წურწუმია