Digest Logo

შალვა პაპუაშვილი რუსეთიდან განხორციელებულ მორიგ ტრანშზე: ხოშტარიას ხელით ხდება საქართველოში არეულობის ინსპირირება, ეს ადამიანი ეწინააღმდეგება ყველაფერს, რაც კი დაკავშირებულია მშვიდობიან განვითარებასთან

1744964488
შალვა პაპუაშვილი

„ხოშტარიას ხელით ხდება საქართველოში ზიზღის, ძალადობის, არეულობის ინსპირირება. მორალი რთულია აქ მოიკითხო იმიტომ, რომ ეს ადამიანი ეწინააღმდეგება ყველაფერს, რაც კი დაკავშირებულია საზოგადოების მშვიდობიან განვითარებასთან“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ხოშტარიების ოჯახისთვის რუსეთიდან ჩარიცხულ მორიგ ტრანშს.

მისი თქმით, ხოშტარიას ხელით ხდება ძალადობის წახალისება.

„ხოშტარიას ხელით ხდება საქართველოში ზიზღის, ძალადობის, არეულობის ინსპირირება და ის, როგორც ეკადრებათ ეს სხვადასხვა მხრიდან გავლენის აგენტებს ზუსტად ასე იქცევა. ერთ ჯიბეშიც ფულს იღებს, მეორე ჯიბეშიც ფულს იღებს იმისთვის, რომ რაიმე ნაირად დააზიანოს ქართველი ხალხი. ამას ვაკვირდებით უკვე დიდი ხანია. მორალი რთულია აქ რამენაირად მოიკითხო იმიტომ, რომ ეს ადამიანი ვხედავთ ჩვენ, რომ ეწინააღმდეგება ყველაფერს, რაც კი დაკავშირებულია საზოგადოების მშვიდობიან განვითარებასთან“ - აღნიშნა პაპუაშვილმა. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„გამორჩეულად ნიჭიერ ქალბატონს ვულოცავ დაბადების დღეს“ - ნატო გელაშვილი იუბილარია

⭕„არაფერს არ ვაკეთებ განსაკუთრებულს“ - ზურა შევარდნაძე საზოგადოებას სააღდგომო კვერცხების შეღებვის წესს უზიარებს

⭕საიდან იღებს სათავეს კვერცხის წითლად შეღებვის ტრადიცია და აკრძალვა, რომლის შესახებაც უნდა იცოდეთ