
კვერცხის შეღებვის ტრადიცია წითელ პარასკევსთან, ანუ ქრისტეს ჯვარცმის დღესთან არის დაკავშირებული. ტრადიციის თანახმად, სააღდგომო კვერცხები წითლად, წითელ პარასკევს მზის ჩასვლამდე იღებება.
„გარდენია შევარდნაძის“ დამფუძნებელი და ცნობილი ფლორისტი ზურა შევარდნაძე საკუთარ გამომწერებს, სოციალურ ქსელში ხშირად უზიარებს სიახლეებს.
ამჯერად მან ვიდეო გაავრცელა, სადაც კვერცხის შეღებვის შესახებ საუბრობს.
„მარტო ენდროში შეღებილი კვერცხი მიყვარს მე და მხოლოდ ასე ვღებავ, არაფერს არ ვაკეთებ განსაკუთრებულს არ მიყვარს მოხატული, პეპლებიანი კვერცხი.
ენდროს აქვს ქართული ფერი და მისნაირი არაფერია“, - ამბობს ზურა შევარდნაძე.
ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕საიდან იღებს სათავეს კვერცხის წითლად შეღებვის ტრადიცია და აკრძალვა, რომლის შესახებაც უნდა იცოდეთ
⭕დღეს ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე - რა ლოცვა უნდა წაიკითხონ მორწმუნეებმა
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით