
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელ პირებს ახალი დირექტორი, კონსტანტინე გამსახურდია წარუდგინა.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
პარლამენტის თავმჯდომარემ ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებს მრავალწლიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა, ახალ დირექტორს კი, საერთო ეროვნულ საქმეში წარმატება უსურვა.
შეხვედრაზე კონსტანტინე გამსახურდიამ თანამშრომლებს, ეროვნული ბიბლიოთეკის განვითარების ხედვა გააცნო.
საუბარი, აგრეთვე, შეეხო ბიბლიოთეკაში მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებს.
🔵აგრეთვე დაგაინტერესებთ:
კახეთში 12 წლის ბავშვი ბიძამ გააუპატიურა - სავარაუდო დამნაშავე დაჭრილია
წერეთლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი დროებით იცვლება
🎥 „ქორწილშიც კი არ უცეკვია, არ ველოდი...“- რას ჰყვება თედო ბექაურის მეუღლე