Digest Logo

კახეთში 13 წლის ბავშვი ბიძამ გააუპატიურა - სავარაუდო დამნაშავე დაჭრილია

1705738674
გაუპატიურება

კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 13 წლის ბავშვი მამიდის ქმარმა გააუპატიურა.

არსებული ინფორმაციით, გოგონას მამიდა გარდაცვლილი ჰყავს, მისი ქმარი კი გოგოს ოჯახთან ერთად ფერმაში მუშაობდა. 

შურისძიების მიზნით, 45 წლის მამაკაცს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები გოგონას ბიძამ მიაყენა. სავარაუდო მოძალადე უცხო ქვეყნის მოქალაქეა და საქართველოში გარდაცვლილი მეუღლის ნათესავებთან იმყოფება.

არსებული ინფორმაციით, 13 წლის ბავშვი საავადმყოფოში იმყოფება.

ამავე ცნობით, ბიძა დაკავებულია. საგარეჯოს კლინიკაში იმყოფება დაჭრილი სავარაუდო დამნაშავეც.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 137-ე (გაუპატიურება, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე) და 117-ე მუხლებით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე) მიმდინარეობს. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵წერეთლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი დროებით იცვლება

„განვიცდი ხოლმე იმ დროს, რომელსაც ჩემს მშობლებს ვაკლებ“- რას წერს ნუცა ბუზალაძე?

🎥 „მსოფლიო რესტარტი იწყება“ როგორი იქნება პლუტონის მერწყულის ნიშანში გადასვლა ზოდიაქოს ნიშნებისთვის - სოფია ბზეკალავას პროგნოზი

🎥 „ქორწილშიც კი არ უცეკვია, არ ველოდი...“- რას ჰყვება თედო ბექაურის მეუღლე