
„ოპოზიციაში არიან აგენტები, უცხოური სპეცსამსახურის თანამშრომლები და მათზე დამოკიდებული ადამიანები. არა მხოლოდ რუსეთის, სხვადასხვა ქვეყნის, მაგრამ მაინც სპეცსამსახურების თანამშრომლები,“ - ამის შესახებ იურისტი თამთა მეგრელიშვილი საკუთარ ფეისბუკგვერდზე წერს.
„დიდხანს მინდოდა ამის დაწერა და ახლა მე ვფიქრობ, რომ ყველაზე სწორი დროა. „ქართულ ოცნებაში“ არიან ადამიანები, პარტიის ლიდერები, რომლებიც არიან ევროპელი პოლიტიკოსების მეგობრები და ევროატლანტიკური სტრუქტურების მეგობრები, მოკავშირეები და პარტნიორები.
აი, ოპოზიციაში კი არიან აგენტები, უცხოური სპეცსამსახურის თანამშრომლები და მათზე დამოკიდებული ადამიანები. არა მხოლოდ რუსეთის, სხვადასხვა ქვეყნის, მაგრამ მაინც სპეცსამსახურების თანამშრომლები.
დაფიქრდით, ყველაფერი ზედაპირზე დევს!“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.