Digest Logo

„წლების განმავლობაში სააკაშვილის გარშემო პროპაგანდა ძალიან აქტიურად მიმდინარეობდა NGO სექტორის, ოპოზიციისა და ევროპარლამენტარების მხრიდან, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით კი დადგინდა, რომ იგი დამსახურებულად იხდის სასჯელს“ - ლევან მაჭავარიანი

1716492089
ლევან მაჭავარიანი

„წლების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის გარშემო ორი ტიპის პროპაგანდა ძალიან აქტიურად მიმდინარეობდა NGO სექტორის, ოპოზიციისა და ევროპარლამენტარების გარკვეული ჯგუფის მხრიდან, თითქოს, ხელისუფლება სააკაშვილს წამლავდა და პუტინის დაკვეთით კლავდა; სააკაშვილი პოლიტიკური ნიშნით იყო დაკავებული და უსამართლოდ იხდიდა სასჯელს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში წერს და ეხმიანება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საქმე - „სააკაშვილი-საქართველოს წინააღმდეგ“, სახელმწიფოს სრული გამარჯვებით დასრულდა. 

მაჭავარიანის თქმით, ზემოაღნიშნული ორი პროპაგანდა ახდენდა არა მარტო ხელისუფლების, არამედ მთლიანად ქვეყნის დისკრედიტაციას მსოფლიო მასშტაბით. სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით კი დადგინდა, რომ იგი სასჯელს დამსახურებულად იხდის.

„წლების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის გარშემო ორი ტიპის პროპაგანდა ძალიან აქტიურად მიმდინარეობდა NGO სექტორის, ოპოზიციისა და ევროპარლამენტარების გარკვეული ჯგუფის მხრიდან.

- თითქოს, ხელისუფლება სააკაშვილს წამლავდა და პუტინის დაკვეთით კლავდა.

- სააკაშვილი პოლიტიკური ნიშნით იყო დაკავებული და უსამართლოდ იხდიდა სასჯელს.

ზემოაღნიშნული ორი პროპაგანდა ახდენდა არა მარტო ხელისუფლების, არამედ მთლიანად ქვეყნის დისკრედიტაციას მსოფლიო მასშტაბით.

გვახსოვს, ელჩების დემარშიც სააკაშვილის გადაყვანა/გამოშვებასთან დაკავშირებით, თითქოს, იგი კი არ სიმულიანტობდა, არამედ მის სიცოცხლეს რეალური საფრთხე ემუქრებოდა.

გვახსოვს, არაერთი რეზოლუცია ევროპარლამენტარების მხრიდან, სადაც ისინი მას პოლიტიკურ დევნილად მოიხსენიებდნენ, ხოლო მის დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებდნენ და დაუყოვნებლივ განთავისუფლებას მოითხოვდნენ (რამდენიმე კვირის წინ მიღებულ რეზოლუციაშიც იყო აღნიშნული მოხსენიებული).

მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ რამდენიმე თვის წინ დაადგინა, რომ მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო არ კლავდა და არ აწამებდა, მან საკვების მიღება დაიწყო და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მყისიერად გაუმჯობესდა. დღეს იგი თავს შესანიშნავად გრძნობს.

სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით კი დადგინდა, რომ იგი დამსახურებულად იხდის სასჯელს. არც გამოძიებისას და არც სასამართლო საქმის წარმოებისას, მისი უფლებები არ დარღვეულა.

„საფუძველი არ არსებობს, ეჭვი შევიტანოთ ყოფილი პრეზიდენტის (სააკაშვილის) წინააღმდეგ გამოძიების სამართლიანობასა და ჭეშმარიტებაში“, - სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთვის დამაზიანებელი, ტყუილებზე აგებული კამპანია, ქვეყნის შიგნიდან და გარედან, ორკესტრირებულად წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, არც NGO სექტორს, არც ოპოზიციონერებს და არც აღნიშნულ კამპანიაში მონაწილე ევროპარლამენტარებს ბოდიში დღემდე არ მოუხდიათ“, - წერს ლევან მაჭავარიანი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕57 წლის ვენსან კასელისა და მისი 27 წლის რჩეულის, ნარა ბაპტისტას დებიუტი წითელ ხალიჩაზე - წყვილი კანის ფესტივალს დაესწრო

⭕„გაიზარდნენ გოგონები“- სალომე ღვინიაშვილი ლონდონიდან შვილებთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

⭕🎥 „UFC-ის ქამრისთვის ვიბრძვი და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩამოვიდე ქამრით და ერთად ვიზეიმოთ ეს გამარჯვება“- მერაბ დვალიშვილი