Digest Logo

თვითმმართველ თემებში ყველა უბანი დათვლილია - წალენჯიხის გარდა, ყველა ქალაქში გამარჯვებული მმართველი გუნდია

1635660474
ცენტრალური საარჩევნო კომისია

თვითმმართველ თემებში ყველა უბანი დათვლილია. ცესკოს მონაცემებით, მიღებულ ხმათა რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა:

თელავი: „ქართული ოცნების" კანდიდატმა ლევან ანდრიაშვილმა გაიმარჯვა - 56,89 %-ით, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის", კანდიდატს გიორგი ბოტკოველს - 43,10% აქვს.

თიანეთი: „ქართული ოცნების" კანდიდატი ლევან წიკლაური - 54,82%
"თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთის" კანდიდატი- თამაზ მეჭიაური - 45,17%.

ქარელი: ზაზა გულიაშვილი „ქართული ოცნების" კანდიდატი 56,73%, ნიკოლოზ ახალკაცი, "ნაციონალური მოძრაობიდან" 43,26%.

ხაშური: თენგიზ ჩიტიაშვილი „ქართული ოცნება" 59,82% აქვს, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს იოსებ ბუაძეს 40,918%.

ცაგერი: „ქართული ოცნების" კანდიდატი გიორგი ნემსაძე - 62,87%; მის კონკურენტს "გახარია - საქართველოსთის" პარტიის კანდიდატს, ბესარიონ ბენდელიანს - 37,12%.

ბაღდათი: „ქართული ოქნების" კანდიდატს კახა ენუქიძე 60, 69%, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს, გიორგი რობაქიძეს 39,30%.

წყალტუბო: „ქართული ოცნების" კანდიდატს გენადი ბალანჩივაძე 57,16%-ი, "ნაციონალური მოძრაობიდან", ზაზა მეტრეველს 42,83% .

ოზურგეთი: „ქართული ოცნების კანდიდატს" ავთანდილ თალაკვაძეს ხმა 55,40%-მა მისცა ხმა, კონსტანტინე შარაშენიძეს 44.59%-მა.

სენაკი: ვახტანგ გადელია 53,07%, კობა ნაყოფია - 46,92%.

მარტვილი: „ქართული ოცნების" კანდიდატს თორნიკე ჯანაშიას 51,84, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს თეიმურაზ ჯანაშიას 48,15%.

ხობი: „ქართული ოცნების" კანდიდატი დავით ბუკია 56,78%, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი, ბესიკ შენგელიას 43,22%.

ზუგდიდი: მამუკა წოწერია 51,63% , ანზორ მელია 48,36%.

წალენჯიხაში: - ეს ერთადერთი უბანია, სადაც მმართველი გუნდის წარმომადგენელს ოპოზიციის კანდიდატმა აჯობა - გიორგი ხარჩილავას 51.10% აქვს, "ქართული ოცნების" კანდიდატს, გოგა გულორდავას 48,89%.

ჩხოროწყუ: „ქართული ოცნების" კანდიდატმა დათო გოგუამ ხმების 50,88%, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ბადრი ქარჩავამ - 49,11% მიიღო.

ხელვაჩაურში: ზაზა დიასამიძე 55 %, „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს მიშა ბოლქვაძეს კი თითქმის 45 %.