
„უკვე მესამეჯერ ვაძლევ კახა კალაძეს ხმას. ბევრი საჭირო საქმე კეთდება“, - განაცხადა მუსიკოსმა, ნუცა ჯანელიძემ მმართველი პარტიის ოფისში, სადაც თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენენ.
„2012 წლიდან აქ ვარ. მაინტერესებს ვინ არიან მაჟორიტარობის კანდიდატები და ვის შეიძლება მივმართო დახმარებაზე, რომელიც ეხება ქუჩას, ქალაქს, კორპუსს და ა.შ. უკვე მესამეჯერ ვაძლევ კახა კალაძეს ხმას. ბევრი საჭირო საქმე კეთდება, რა თქმა უნდა კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩვენ ყველა ერთად ყველაფერს შევძლებთ“, - აღნიშნა მუსიკოსმა.
მმართველი პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას განაგრძობს. „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მაჟორიტარობის 25 კანდიდატი წარადგინა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: