Digest Logo

„ვაპირებ, ხელი შევუწყო აუცილებელი ტექდათვალიერების გაუქმებას, ჯარიმები მინიმუმ 10-ჯერაა შესამცირებელი“ - სააკაშვილი

1706278181
მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ტექდათვალიერება გასაუქმებელია, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმები კი 10-ჯერ არის შესამცირებელი. 

„თავის დროზე, მე გავაუქმე ავტომობილების ტექდათვალიერება და ახლაც ვაპირებ, რომ ხელი შევუწყო აუცილებელი ტექდათვალიერების გაუქმებას.

უნდა დავტოვოთ მხოლოდ ნებაყოფლობითი ტექდათვალიერება და მისი წახალისების მიზნით, ისიც უფასოდაა გასაკეთებელი.

ასევე, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმები მთავრობამ მკვეთრად გაზარდა, ყველგან კამერები აყენია და ძალიან ხშირად და დიდი თანხებით აჯარიმებენ.

ჯარიმები მინიმუმ 10-ჯერაა შესამცირებელი. ეს არის საბიუჯეტო ყაჩაღობა, რომელიც დასასრულებელია“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ახალგაზრდები დამიკავშირდნენ, შენი ძეგლი უნდა დაიდგას ქუთაისშიო“ - დათო ლიკლიკაძე სახალისო პოსტს აქვეყნებს

🎥 „ხანდახან ტირილი მინდა, იმიტომ, რომ ვერ ვაგებინებ რაღაცებს“ - ზუზუ ნოდია შვილებთან ურთიერთობაზე

ახალქალაქში, ყვარელში, მარტვილსა და ხულოში დიალიზის სერვისი ამოქმედდა